წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის №102 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 841 / 17

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 27, 2012

მიღების თარიღი დეკემბერი 30, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №102 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–15, მე–16 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ამოღებულ იქნეს კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №102 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე–16 (ინდ. მეწარმე ნინო ჯაკობია “კოსმოსის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს ტელეკომპანია “დიასთვის“  დროებით მართვაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ) საკითხი განხილვიდან ინდ. მეწარმე ნინო ჯაკობია “კოსმოსის“ მიერ კომისიაში დაზუსტებული განცხადების წარმოდგენამდე და დღის წესრიგი დამტკიცდეს აღნიშნული საკითხის გარეშე;

2. კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №102 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 4 (ოთხი) საკითხი:

ა) კანადის ტერიტორიაზე არსებული საზღვაო-სანაოსნო სანაპირო რადიოსადგურისთვის მინიჭებული სიხშირის გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე);

ბ) შპს ”ბლექ სი სატი”-სთვის არაკომერციული მიზნით და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე);

გ) შპს „ჯეოსელისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი);

დ) ი/მ ”რომან გოგობერიშვილის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №№ N159  და N161    ლიცენზიების გაუქმებისა და კომისიის 2009 წლის 6 ნოემბრის №589/5 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ. ქადეიშვილი);

3. კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №102 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე  

 

ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი

 

ს.  ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი

 

. კვიტაიშვილი

                      კომისიის წევრი

 

ა . სიხარულიძე

კომისიის წევრი

 

. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები