შპს ”ალფაკომისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 11, 2012
მიღების თარიღი დეკემბერი 30, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 28 ნოემბრის №676/8 გადაწყვეტილების შესაბამისად, ინტელექტუალური ქსელებით უფასო მომსახურების განხორციელების უზრუნველსაყოფად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ”ალფაკომი”.
ამავე გადაწყვეტილებით, შპს ”ალფაკომს”, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, დაეკისრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (893.00 ლარი) 30%-ს 267,90 (ორას სამოცდაშვიდი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 85.00 (ოთხმოცდახუთი) ლარი ანუ 182.90 (ას ოთხმოცდაორი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 2011 წლის 28 დეკემბრამდე გადახდის ვალდებულება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ალფაკომის” მიერ, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია 182.90 (ას ოთხმოცდაორი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) ლარი და კომისიაში წარმოდგენილია გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს ”ალფაკომს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N175 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: 800 800800, 800 555555, 800 282828, 800 808080, 800 880088, 800 517518, 800 909090, 800 414141, 800 388999, 800 707070, 800 717171, 800 770001, 800 101010, 800 202020, 800 404040, 800 505050, 800 112112 (სულ 17 სააბონენტო ნომერი) ინტელექტუალური ქსელებით უფასო მომსახურების უზრუნველსაყოფად, ავტორიზებადი საქმიანობისთვის;
ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
გ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში;
2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - (625,10 ექვსას ოცდახუთი და ათი თეთრი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - 200122900
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773072
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - 625,10 (ექვსას ოცდახუთი და ათი თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
52.09 ლარი - 2012 წლის 30 იანვარამდე;
52.09 ლარი - 2012 წლის 30 თებერვალამდე;
52.09 ლარი - 2012 წლის 30 მარტამდე;
52.09 ლარი - 2012 წლის 30 აპრილამდე;
52.09 ლარი - 2012 წლის 30 მაისამდე;
52.09 ლარი - 2012 წლის 30 ივნისამდე;
52.09 ლარი - 2012 წლის 30 ივლისამდე;
52.09 ლარი - 2012 წლის 30 აგვისტომდე;
52.09 ლარი - 2012 წლის 30 სექტემბრამდე;
52.09 ლარი - 2012 წლის 30 ოქტომბრამდე;
52.09 ლარი - 2012 წლის 30 ნოემბრამდე;
52,11 ლარი - 2012 წლის 30 დეკემბრამდე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
გ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის დამოწმებული ასლის შპს ”ალფაკომისთვის” ჩაბარებისთანავე;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც. უჯმაჯურიძე)
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე)
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი