შპს ”ა.ნ.გ. მოტორსისთვის” სიხშირეების მინიჭების გაუქმებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 4 მარტის № 107/13 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 24, 2012
მიღების თარიღი დეკემბერი 30, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ”ა.ნ.გ. მოტორსმა” (რეგისტრირებული ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ № 406037710) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/960-11, 23.12.11) ქ. თბილისში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში 416.350 მჰც და 421.600 მჰც სიხშირეების მინიჭების გაუქმების თაობაზე, რომლებიც მინიჭებული ჰქონდა კომისიის 2011 წლის 4 მარტის № 107/13 გადაწყვეტილებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2011 წლის 4 მარტის № 107/13 გადაწყვეტილება ცნობილ იქნას ძალადაკარგულად და გაუქმდეს შპს ”ა.ნ.გ. მოტორსისთვის” ქ. თბილისში 416.350 მჰც და 421.600 მჰც სიხშირეების მინიჭება;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ა.ნ.გ. მოტორსისთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
