წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 12 აგვისტოს № 411/7 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 844 / 19

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 24, 2012

მიღების თარიღი დეკემბერი 30, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ”ნიუ ენერჯიმ” (რეგისტრირებული  ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რ-ლი სასამართლოს მიერ, რეგ. №5ა/4-3982 08.04.2004; ს.კ. № 205026559) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/938-11, 19.12.11) ქ. თბილისში და ქ. ბათუმში  დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში მინიჭებული სიხშირეების მოქმედების გეოგრაფიული ზონის გაზრდის  თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 12 აგვისტოს N 411/7  გადაწყვეტილებით შპს ”ნიუ ენერჯის” მიეცა  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 34 ნებართვა და მიენიჭა 406.825 მჰც, 412.225  მჰც სიხშირეები ქ. თბილისში და ქ. ბათუმში, ერთი წლის ვადით.

კომისია აღნიშნავს, რომ განიხილა ზემოაღნიშნული საკითხი და შესაძლებლად მიაჩნია შპს ”ნიუ ენერჯისთვის” ქ. თბილისში და ქ. ბათუმში მინიჭებული 406.825 მჰც, 412.225  მჰც სიხშირეების მოქმედების გეოგრაფიული ზონის გაზრდა   საქართველოს მასშტაბით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე  მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2011 წლის 12 აგვისტოს № 411/7 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”1. მიეცეს შპს ”ნიუ ენერჯის”  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 34 ნებართვა და მიენიჭოს 406.825 მჰც და 412.225  მჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც)  საქართველოს  ტერიტორიაზე, ერთი წლის ვადით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;”

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;   

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე); 

4.    გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ნიუ ენერჯისთვის” ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                                                                  ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                                                                   ს. ბრიტანჩუკი  

კომისიის წევრი                                                                                                                                   კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                                   ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                                   ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები