წვდომის მენიუ

სს ”სილქნეტის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N91 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2010 წლის 12 მარტის №125/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 848 / 23

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 11, 2012

მიღების თარიღი დეკემბერი 30, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით (06.12.2011, №7/881-11, 14.12.2011, 7/921-11 და №6/5535-11, 22.12.2011წ.) მომართა სს ”სილქნეტმა” კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N91 ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებით.

კომისიის 2010 წლის 12 მარტის №125/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, სს ”სილქნეტი” ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N 91 ლიცენზიას, რომელიც მოდიფიცირდა კომისიის 2011 წლის 15 მარტის №124/2 გადაწყვეტილებით და განესაზღვრა შემდეგი სალიცენზიო პირობები:

”ა) ნუმერაციის რესურსი: სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 3XXXX ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 23XXXX ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად; გეოგრაფიული ზონა: გურჯაანის მუნიციპალიტეტი;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 23 თებერვლამდე;

გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.”

კომისია აღნიშნავს, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში სს ”სილქნეტი” არ ახორციელებს ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურებას №N91 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსით (23XXXX) და არ ჰყავს აბონენტები;

       კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების საფუძველს. ამავე დროს, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ42 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმება გულისხმობს ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადებას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  115–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად,  ლიცენზირებასთან  დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ა) პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის მითითებული კანონში ან მის საფუძველზე გამოცემულ ზემდგომი ორგანოს კანონქვემდებარე აქტში; ამ შემთხვევაში, ეს პირდაპირ არის განსაზღვრული ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ42 პუნქტში.

     ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ42 პუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის და IX თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სს ”სილქნეტის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N91 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2010 წლის 12 მარტის №125/22 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2012 წლის 31 იანვარს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე) ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების სს ”სილქნეტისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                               ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                                ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები