საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 1 აპრილის №170/5 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 16, 2012
მიღების თარიღი დეკემბერი 30, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით მიმართა შპს ”სერვისნეტმა” (08.12.2011 №7/893-11, 12.12.2011წ. № 6/5279-11, 12.12.2011წ. №6/5278-11, 06.12.2011წ. № 7/878-11, 06.12.2011წ. № 7/879-11,) და მოითხოვა, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N28 და №N55 ლიცენზიებით სარგებლობის უფლების 2014 წლის 1 იანვრამდე შპს ”სერვისნეტის” სარგებლობაში დატოვება. კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილია შპს ”სერვისნეტსა” და შპს ”სერვისს” შორის 2011 წლის 6 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება ლიცენზიის პირდაპირი წესით გადაპირების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს იგივე პირობებს, რასაც მხარეებს შორის 2011 წლის 14 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სერვისნეტი“, “შპს ”სერვისსა” და შპს ”სერვისნეტს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N28 და №N55 ლიცენზიების დროებით გადაპირების შესახებ” კომისიის 2011 წლის 1 აპრილის №170/5 გადაწყვეტილებით 2012 წლის 1 იანვრამდე ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N28 და №N55 ლიცენზიებს შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N28 ლიცენზია:
”ა) ნუმერაციის რესურსი: 8-6-9 (რვა-ექვსი-ცხრა) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 1-0-6-9 (ერთი-ნული-ექვსი-ცხრა) საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირის მომსახურების განსახორციელებლად;
ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
გ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულება კომისიის 2004 წლის 12 ნოემბრის №615/1 გადაწყვეტილების შესაბამისად;
დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 12.11.2014 წ- მდე;
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.”
2. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N55 ლიცენზია:
”ა) ნუმერაციის რესურსი: სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 485XXX-487XXX ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 2485XXX-2487XXX ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად; გეოგრაფიული ზონა: ქ.თბილისი;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 09.07.2014 წ- მდე.
გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.”
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან კომისიის 2011 წლის 1 აპრილის №170/5 გადაწყვეტილების შესაბამისად შპს ”სერვისნეტი“ ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N28 და №N55 ლიცენზიებს დროებით 2012 წლის 1 იანვრამდე, კომპანიის მიერ შპს ”სერვისნეტსა” და შპს ”სერვისს” შორის 2011 წლის 6 დეკემბერს გაფორმებული და კომისიაში წარმოდგენილი ახალი ხელშეკრულება ლიცენზიის პირდაპირი წესით გადაპირების შესახებ არ საჭიროებს საოპერაციო აქტივის გადაცემისათვის ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე - 27-ე მუხლებით გათვალისწინებულ კომისიის წინასწარ თანხმობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N28 და №N55 ლიცენზიების დროებით მფლობელად შპს ”სერვისსა” და შპს ”სერვისნეტს“ შორის 2011 წლის 6 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2014 წლის 1 იანვრამდე, განისაზღვროს შპს ”სერვისნეტი” და შესაბამისად განხორციელდეს ცვლილება ”შპს ”სერვისსა” და შპს ”სერვისნეტს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N28 და №N55 ლიცენზიების დროებით გადაპირების შესახებ” კომისიის 2011 წლის 1 აპრილის №170/5 გადაწყვეტილებაში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2011 წლის 1 აპრილის №170/5 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N28 ლიცენზიის დროებით მფლობელად 2014 წლის 1 იანვრამდე განისაზღვროს შპს ”სერვისნეტი” და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: 8-6-9 (რვა-ექვსი-ცხრა) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 1-0-6-9 (ერთი-ნული-ექვსი-ცხრა) საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირის მომსახურების განსახორციელებლად;
ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;
გ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის - 2,237.22 ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება 2011 წლის 12 დეკემბრამდე, კომისიის 2004 წლის 12 ნოემბრის №615/1 გადაწყვეტილების შესაბამისად;
დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 12.11.2014 წლამდე;
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.”
2. შევიდეს ცვლილება კომისიის 2011 წლის 1 აპრილის №170/5 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”2. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N55 ლიცენზიის დროებით მფლობელად 2014 წლის 1 იანვრამდე განისაზღვროს შპს ”სერვისნეტი” და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი 485XXX-487XXX ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან - 2485XXX-2487XXX ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად; გეოგრაფიული ზონა: ქ.თბილისი;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა 09.07.2014 წლამდე.
გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.”
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ №6) 1 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე-2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც. უჯმაჯურიძე);
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (პირველი და მე-2 პუნქტის გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
