შპს „ბრენდჰაუზის“, შპს „სარკე კონსალტინგის“, ინდ. მეწარმე „გიორგი გაფრინდაშვილის“, ფონდ „საქართველოს ბავშვთა ფედერაციისა“ და შპს „თაჩ მედია პროდაქშენის“ განცხადებების განუხილველად დატოვების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 11, 2012
მიღების თარიღი დეკემბერი 30, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „ბრენდჰაუზმა“ (24/04/2009, 7/138-09), შპს „სარკე კონსალტინგმა“ (02/04/2008, 7/129-08), ინდ. მეწარმე „გიორგი გაფრინდაშვილმა“ (25/12/2007, 7/491-07), ფონდმა „საქართველოს ბავშვთა ფედერაცია“ (20/05/2010, 1/12-10) და შპს „თაჩ მედია პროდაქშენმა“ (21/05/2009, 7/179-09) კომისიას მიმართეს განცხადებებით მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ „ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დასადგენად გასატარებელ ღონისძიებათა და რიგ განცხადებებზე ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე“ კომისიის 2008 წლის 22 მაისის №279/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია სამაუწყებლო სფეროში ლიცენზირებადი საქმიანობის დაწყების მსურველთა ოდენობის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარება და ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენა, რის შემდგომაც, კომისიას შესაძლებლობა ექნებოდა განეხორციელებინა შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოებები ლიცენზიის გაცემის თაობაზე დამტკიცებული ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების შესაბამისად. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენამდე შეჩერებულ იქნა სამაუწყებლო ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებები, რის შესახებაც ეცნობათ ლიცენზიის მაძიებლებს; მათ ასევე განემარტათ, რომ კომისიის მიერ ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დადგენისთანავე განახლდებოდა ადმინისტრაციული წარმოება მათ მიერ კომისიაში წარმოდგენილ განცხადებებთან დაკავშირებით.
კომისიის 2011 წლის 18 აპრილის №190/22 გადაწყვეტილების შესაბამისად, საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე, განისაზღვრა ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტები და განახლდა ადმინისტრაციული წარმოება კომისიაში სამაუწყებლო ლიცენზიის მიღებასთან დაკავშირებით შემოსულ ყველა განცხადებაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან ლიცენზიის მაძიებლების მიერ კომისიაში წარმოდგენილი განცხადებები არ შეესაბამებოდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კომისიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, მოთხოვნის დასაზუსტებლად წერილობით მიმართა ლიცენზიის ყველა იმ მაძიებელს, მათ შორის შპს „ბრენდჰაუზს“ (29/04/2011, 03/815-11), შპს „სარკე კონსალტინგს“ (04/05/2011, 03/900-11), ინდ. მეწარმე „გიორგი გაფრინდაშვილს“ (29/04/2011, 03/817-11), ფონდ „საქართველოს ბავშვთა ფედერაციას“ (04/05/2011, 03/908-11) და შპს „თაჩ მედია პროდაქშენს“ (29/04/2011, 03/818-11), რომელთა სალიცენზიო განცხადებებიც ხარვეზიანი იყო და კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის და დაზუსტებული განცხადებების წარმოდგენის მიზნით განუსაზღვრა ვადა – 2011 წლის 1 ივნისამდე.
ზემოაღნიშნული წერილები მოთხოვნის დაზუსტებასთან დაკავშირებით არ ჩაბარდათ შპს „ბრენდჰაუზს“, შპს „სარკე კონსალტინგს“, ინდ. მეწარმე „გიორგი გაფრინდაშვილს“, ფონდ „საქართველოს ბავშვთა ფედერაციას“ და შპს „თაჩ მედია პროდაქშენს“ აღნიშნული იურიდიული პირების მხრიდან მისამართის შეცვლის გამო, რასაც ადასტურებს შპს „საქართველოს ფოსტიდან“ მიღებული საფოსტო ქვითრები.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ მოძიებული იქნა შპს „ბრენდჰაუზის“, შპს „სარკე კონსალტინგის“, ინდ. მეწარმე „გიორგი გაფრინდაშვილის“, ფონდ „საქართველოს ბავშვთა ფედერაციის“ და შპს „თაჩ მედია პროდაქშენის“ მოქმედი ფაქტობრივი მისამართები და 2011 წლის 8 ივლისს კომისიამ მოთხოვნის დასაზუსტებლად წერილობით განმეორებით მიმართა შპს „ბრენდჰაუზს“ (08/07/2011, 01/1414-11), შპს „სარკე კონსალტინგს“ (08/07/2011, 01/1416-11), ინდ. მეწარმე „გიორგი გაფრინდაშვილს“ (08/07/2011, 01/1413-11), ფონდ „საქართველოს ბავშვთა ფედერაციასა“ (08/07/2011, 01/1447-11) და შპს „თაჩ მედია პროდაქშენს“ (08/07/2011, 01/1415-11) და დაზუსტებული განცხადებების წარმოსადგენად განუსაზღვრა ვადა – 2011 წლის 1 აგვისტომდე.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ წერილები მოთხოვნის დაზუსტებასთან დაკავშირებით ჩაბარდათ შპს „თაჩ მედია პროდაქშენს“ (18/07/2011) და ინდ. მეწარმე „გიორგი გაფრინდაშვილს“ (15/07/2011), ხოლო შპს „სარკე კონსალტინგს“, ფონდ „საქართველოს ბავშვთა ფედერაციას“ და შპს „ბრენდჰაუზს“ კვლავ არ ჩაბარდათ, აღნიშნული იურიდიული პირების მხრიდან მისამართის შეცვლის გამო, რასაც ადასტურებს შპს „საქართველოს ფოსტიდან“ მიღებული საფოსტო ქვითრები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ დაცულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95–ე მუხლის მოთხოვნები დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით; კერძოდ, კომისიამ ორჯერ გაუგზავნა წერილი შპს „ბრენდჰაუზს“, ინდ. მეწარმე „გიორგი გაფრინდაშვილს“, შპს „სარკე კონსალტინგს“, ფონდ „საქართველოს ბავშვთა ფედერაციას“ და შპს „თაჩ მედია პროდაქშენს“ რათა აღნიშნულ კომპანიებს დაეზუსტებინათ მოთხოვნა და შესაბამისად უზრუნველეყოთ საკუთარი წარმომადგენლის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს „თაჩ მედია პროდაქშენს“ და ინდ. მეწარმე „გიორგი გაფრინდაშვილს“ არ წარმოუდგენიათ კომისიაში დაზუსტებული სალიცენზიო განცხადებები, ამავე დროს მათ კომისიისთვის არ მოუმართავთ ინფორმაციის წარმოდგენის ვადის გაგრძელების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება არ ზღუდავს დაინტერესებულ პირებს განმეორებით მიმართონ კომისიას სამაუწყებლო ლიცენზიის მოსაპოვებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ განუხილველად უნდა დარჩეს შპს „ბრენდჰაუზის“, ინდ. მეწარმე „გიორგი გაფრინდაშვილის“, შპს „სარკე კონსალტინგის“, ფონდ „საქართველოს ბავშვთა ფედერაციისა“ და შპს „თაჩ მედია პროდაქშენის“ განცხადებები მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების თაობაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. განუხილველად დარჩეს შპს „ბრენდჰაუზის“ განცხადება (24/04/2009, №7/183-09) მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების თაობაზე;
2. განუხილველად დარჩეს შპს „სარკე კონსალტინგის“ განცხადება (02/04/2008, №7/129-08) მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების თაობაზე;
3. განუხილველად დარჩეს ინდ. მეწარმე „გიორგი გაფრინდაშვილის“ განცხადება (25/12/2007, 7/491-07) მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების თაობაზე;
4. განუხილველად დარჩეს ფონდ „საქართველოს ბავშვთა ფედერაციის“ განცხადება (20/05/2010, 1/12-10) მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების თაობაზე;
5. განუხილველად დარჩეს შპს „თაჩ მედია პროდაქშენის“ განცხადება (21/05/2009, 7/179-09) მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების თაობაზე;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) ერთი თვის ვადაში;
7. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ–გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
8. აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი დაეგზავნოთ შპს „ბრენდჰაუზს“, ინდ. მეწარმე „გიორგი გაფრინდაშვილს“, შპს „სარკე კონსალტინგს“, ფონდს „საქართველოს ბავშვთა ფედერაცია“ და შპს „თაჩ მედია პროდაქშენს“ იმ მისამართებზე, რომელიც უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ფიქსირდება;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
