წვდომის მენიუ

ააიპ ,,საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ სანქცირების თაობაზე

ნომერი: 857 / 18

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 11, 2012

მიღების თარიღი დეკემბერი 30, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს კომისია. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“.

2011 წლის 07 დეკემბერს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (06.12.2011 N10/1199-11) ააიპ ,,საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის თაობაზე. კერძოდ, სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა განახორციელა უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონიტორინგი და გამოარკვია, რომ ააიპ ,,საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ მიერ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში 2010 წლის 18 აგვისტოს განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, მიხეილ ჩაჩხუნაშვილის ნაცვლად აღმასრულებელ ხელმძღვანელად დაინიშნა გიორგი მარგველაშვილი, რასთან დაკავშირებით, ააიპ ,,საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს“ კომისიაში ინფორმაცია არ წარმოუდგენია.

კომისია აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2011 წლის  26 დეკემბერს  კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, ააიპ ,,საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ სანქცირების თაობაზე,  ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2011 წლის 30 დეკემბერს, რის თაობაზეც ააიპ ,,საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს“ ეცნობა შეტყობინებით და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა ააიპ ,,საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი ბაადურ კოპლატაძე, რომელმაც აღიარა, ააიპ ,,საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის კომისიაში წარმოუდგენლობის ფაქტი.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.       კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (06.12.2011 N10/1199-11);

2.       მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრისა და კომისიაში დაცული ლიცენზიის მფლობელ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები;

3.       ააიპ ,,საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ წარმომადგენლის ბაადურ ყიფიანის ახსნა-განმარტება გაკეთებული 2011 წლის 30 დეკემბრის კომისიის სხდომაზე;

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.         ააიპ ,,საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“ წარმოადგენს კერძო მაუწყებლობის NB12 ლიცენზიის მფლობელს, რომელსაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ეკისრება ვალდებულება კომისიას წარმოუდგინოს ინფორმაცია კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე, აღნიშნული ცვლილებების განხორციელებიდან არაუგვიანეს 10 დღისა;

2.         ააიპ ,,საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში  2010 წლის 18 აგვისტოს განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, ნაცვლად დირექტორებისა: გიორგი ბარამიძე, თემურ იაკობაშვილი, გიორგი თოფურია, ნინო ქადაგიძე-ჟვანია, ლევან რამიშვილი, ერასტი კიწმარიშვილი, თამარ ბერუჩაშვილი, მარკ მალენი, მიხეილ ჩაჩხუნაშვილი, ანა ახალკაცი ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებად განისაზღვრნენ: გიორგი მარგველაშვილი, ანა ახალკაცი, თემურ იაკობაშვილი, ნინო ქადაგიძე-ჟვანია, ლევან რამიშვილი, თამარ ბერუჩაშვილი, დათუნა რაქვიაშვილი, დავით კირვალიძე ილია მაღალაშვილი, ვასილი სიხარულიძე, ნინო დოლიძე, გიორგი ჯაფარიძე. ამდენად, შეიცვალა ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი ხუთი პირი და დაემატა ორი პირი. ამასთანავე, ცვლილების განხორციელებამდე აღმასრულებელ ხელმძღვანელ პირს ერთპიროვნულად წარმოადგენდა მიხეილ ჩაჩხუნაშვილი, ხოლო ცვლილების განხორციელების შემდეგ აღმასრულებელ ხელმძღვანელად დაინიშნა გიორგი მარგველაშვილი. ააიპ ,,საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელებული ზემოაღნიშნული ცვლილების თაობაზე ინფორმაცია და ცვლილებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან) ააიპ ,,საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი არ ყოფილა.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. ლიცენზიის მფლობელი ასევე ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნოს ინტერნეტის მეშვეობით საკუთარ ვებგვერდზე;

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველ პუნქტში ზემოაღნიშნული ცვლილების განხორციელებამდე, 62-ე მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებდა ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებას წერილობით ეცნობებინა კომისიისთვის ლიცენზიის მფლობელი იურიდიული პირის  პარტნიორის, აქციონერის, წევრის, დირექტორის ან გამგეობის წევრის ცვლილების შესახებ, ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 დღისა. ამდენად, ლიცენზიის მფლობელი პირის დოკუმენტაციაში განხორციელებული ცვლილების შესახებ, ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენის 10 დღიან ვადას, ითვალისწინებს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის, როგორც ძველი, ისე ახალი რედაქცია.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. გამომდინარე იქედან, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2011 წლის 08 აპრილის №4525-Iს საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს აღნიშნული ნორმატიული აქტისთვის უკუძალის მინიჭების საკითხს და ამავე დროს, ააიპ ,,საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი ჩადენილი იქნა იმ პერიოდში, როდესაც მოქმედებდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის ძველი რედაქცია, კომისიას მიაჩნია, რომ ააიპ ,,საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის  დარღვევის ფაქტის დაკვალიფიცირება უნდა განხორციელდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ რედაქციით, რომელიც მოქმედებდა ცვლილებების ძალაში შესვლამდე (2011 წლის 2 მაისამდე);

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელი წერილობით გააფრთხილოს. გამომდინარე იქედან, რომ ააიპ ,,საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ მიერ დარღვეული იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, კერძოდ ამ უკანასკნელის მიერ,  კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ, ინფორმაცია კომისიაში წარმოდგენილი არ ყოფილა, კომისიას მიაჩნია, რომ ააიპ ,,საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ მიმართ, სანქციის სახით, გამოყენებული უნდა იქნას გაფრთხილება.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის, 62-ე მუხლის პირველი პუნქტის, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის  და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

:

1.      გაფრთხილდეს ააიპ ,,საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;

2.      დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების ააიპ ,,საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისათვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

3.      გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის ააიპ ,,საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისათვის“ ჩაბარების დღიდან;

4.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, N6) ერთი  თვის ვადაში;

5.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

    კომისიის წევრი                                                                                                     ს. ბრიტანჩუკი

    კომისიის წევრი                                                                                                    კ. კვიტაიშვილი

    კომისიის წევრი                                                                                                    . სიხარულიძე

    კომისიის წევრი                                                                                                    . მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები