წვდომის მენიუ

კანადის ტერიტორიაზე არსებული საზღვაო-სანაოსნო სანაპირო რადიოსადგურისთვის მინიჭებული სიხშირის გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 859 / 14

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 25, 2012

მიღების თარიღი დეკემბერი 30, 2011

                                                               

საქართვწლოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში ”კომისია”) განიხილა ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიოკავშირის ბიუროს ტელეფაქსი (31G(FMD)O-2011-004550, 21.12.2011), სიხშირეთა საერთაშორისო-საინფორმაციო ცირკულარის (BRIFIC 2683, 30.11.2010) დამატება AP25/139-ში გამოქვეყენებული კანადის საზღვაო-სანაოსნო სამსახურის სანაპირო რადიოსადგურისთვის სიხშირის მინიჭების თაობაზე.

                კანადის კავშირგაბმულობის ადმინისტრაციის უფლებამოსილი ორგანოს Industry Canada-ს მიერ კოორდინაციაზე წარდგენილი რადიოსადგურისთვის მინიჭებული სიხშირე 6 502,4 კჰც (შესაბამისი არხის № 601) ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის (RR-ITU) დამატება AP 25-ის გეგმის შესაბამისად განაწილებულია საქართველოზე და ამავე რეგლამენტის RR/25/1.6 პუნქტის თანახმად ექვემდებარება საერთაშორისო საკოორდინაციო პროცედურების ჩატარებას. თანდართული ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, აღნიშნული არხი გამოყენებული იქნება სანაპირო რადიოსადგურსა (ITU-ს საზღვაო-სანაოსნო ზონა CAN NO) და საზღვაო ხომალდებს შორის დუპლექსური რადიოკავშირის (რადიოტელეფონია) განსახორციელებლად.

                კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს საზღვაო ადმინისტრაცის მიერ AP 25-ის გეგმით განაწილებული 601-ე არხი რადიოტელეფონიისთვის არ გამოიყენება.

                ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანადის კავშირგაბმულობის ადმინისტრაციის უფლებამოსილი ორგანოს Industry Canada-ს მიერ კოორდინაციაზე წარდგენილი საზღვაო-სანაოსნო სამსახურის სანაპირო რადიოსადგური, მინიჭებული 601-ე არხის გამოყენებით არ წარმოქმნის  ITU-ს შესაბამისი ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი საზღვაო-სანაოსნო და ფიქსირებული რადიოსადგურებისთვის.

                ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლი მე-3 პუნქტის შესაბამისად კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა: 

1.     მიეცეს თანხმობა კანადის კავშირგაბმულობის ადმინისტრაციის უფლებამოსილ ორგანოს Industry Canada-ს, კანადის ტერიტორიაზე არსებული საზღვაო-სანაოსნო სამსახურის სანაპირო რადიოსადგურისთვის მინიჭებული სიხშირის (6 502,4 კჰც) გამოყენებაზე სიხშირეთა საერთაშორისო-საინფორმაციო ცირკულარის (BRIFIC 2683, 30.11.2010) დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით; 2.     გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებელის ხეივანი, მე-12 კმ. № 6); 3.     კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე); 4.     გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიოკავშირის ბიუროსთვის (BR-ITU) ჩაბარებისთანავე.

 კომისიის თავმჯდომარე                                                                                                 ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                                                   ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                                   კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                                   ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                                   ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები