შპს ” ბლექ სი სატი”-სთვის არაკომერციული მიზნით და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 25, 2012
მიღების თარიღი დეკემბერი 30, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს ”ბლექ სი სატ”-მა (რეგისტრირებული გორის საგადასახადო ინსპექციის მიერ 3/7/2011, №417875115) კომისიას მიმართა განცხადებით (რეგისტრირებული №7/907-11, 09.12.11), ქ.თბილისში, 11გჰც და 14გჰც დიაპაზონებში სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ” ბლექ სი სატ”-ს სიხშირეები ესაჭიროება ქ.თბილისში, განცხადებაში აღნიშნულ მიმართულებებზე, ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზების გამოყენებით მახათას მთაზე განლაგებულ მის კუთვნილ მიწისზედა თანამგზავრულ სადგურამდე სატელევიზიო მაუწყებლობის სიგნალების მისაყვანად.
შპს ”ბლექ სი სატი”-ს მიერ განცხადებაში აღნიშნულ მიმართულებებზე, ქ.თბილისში, რადიოსარელეო ხაზების აგებისა და ფუნქციონირებისთვის, შერჩეულ იქნა სიხშირეები.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს ” ბლექ სი სატი” წარმოადგენს ავტორიზებულ
პირს, ავტორიზებულია ელექტრონული კომუნიკაციების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის და მომსახურების მიწოდების სხვადასხვა სახეებზე, მათ შორის,
თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე, აგრეთვე, მაუწყებლობის ტრანზიტზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ”კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით ესაჭიროებათ რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მათ მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, 10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით“. „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ ცვლილების შეტანისას კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირისათვის მინიჭებული რადიოსიხშირე შეცვალოს ამ გეგმით გათვალისწინებული სხვა რადიოსიხშირით. ამ შემთხვევაში პირი არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს კომპენსაცია”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ” ბლექ სი სატ”-ს „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-7 მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა, რომელიც შეადგენს 11028.6 (თერთმეტი ათას ოცდარვა ლარი და სამოცი თეთრი) ლარს.
კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსარელეო სიხშირეები გამოყენებულ უნდა იქნას არაკომერციული მიზნით და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით, წარმოდგენილი ტექნიკური მონაცემების (თან ერთვის) შესაბამისად, ქ.თბილისში, ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „მ” ქვეპუნქტის, 471-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-7 მუხლის თანახმად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”ბლექ სი სატ”-ს რადიოსიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, ქ.თბილისში, ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, არაკომერციული მიზნით და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით 10 წლის ვადით - 2021 წლის 30 დეკემბრამდე, აუქციონის გარეშე;
2. განესაზღვროს შპს ”ბლექ სი სატ”-ს სიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა 11028.6 (თერთმეტი ათას ოცდარვა ლარი და სამოცი თეთრი) ლარი;
3. უზრუნველყოს შპს ”ბლექ სი სატ”-მა ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის ოდენობის 11028.6 (თერთმეტი ათას ოცდარვა ლარი და სამოცი თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით, 10 დღის ვადაში:
მიმღები:
ხაზინის ერთიანი ანგარიში ა/ა - 200122900;
ბანკი -სახელმწიფო ხაზინა;
კოდი -TRESGE 22;
საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი - 300433402;
4. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს ”ბლექ სი სატი”-ს მიერ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;
5. შპს ” ბლექ სი სატი”-ს მიერ ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის ოდენობის 11028.6 (თერთმეტი ათას ოცდარვა ლარი და სამოცი თეთრი) ლარის გადაუხდელობის შემთხვევაში, წინამდებარე გადაწყვეტილება ცნობილ იქნას ძალადაკარგულად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე
მუხლის მე-2 ნაწილის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ხოლო ამ გადაწყვეტილებიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგები გაუქმდეს ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან;
6. აღირიცხოს შპს ”ბლექ სი სატი”-სთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე) შპს ” ბლექ სი სატი”-ს მიერ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;
7. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”ბლექ სი სატი”-ს მიერ რადიოსიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
8. დანართი ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12კმ, №6) 1 თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ.კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა.სიხარულიძე
კომისიის წევრი ი.მოსეშვილი
