წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 19 ნოემბრის №537/15 და №538/15 გადაწყვეტილებებში დამატებების შეტანის შესახებ

ნომერი: 88 / 15

გამოქვეყნების თარიღი მარტი 14, 2011

მიღების თარიღი თებერვალი 25, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2010 წლის 25 ნოემბერს ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის  2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილება ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების” შესახებ. აღნიშნული დებულების დანართი N3-ის შესაბამისად, განისაზღვრა მოკლე ნომრების სტრუქტურა, ფორმატი, განაწილების და სარგებლობის წესი. კერძოდ მოკლე ნომრების ახალ ფორმატი დადგინდა ციფრების შემდეგი კომბინაციით 1(XX) (XXX).

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების” დანართი №4-ის შესაბამისად, ახალი სისტემის 1(XX) (XXX) მოკლე ნომრების ფორმატზე გადასვლა უნდა განხორციელდეს 2011 წლის ნოემბერში.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ნუმერაციის რესურსი დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით მინიჭებული აქვს შემდეგ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს:

1. შპს ”სამედიცინო სამსახური 009”-ს კომისიის 2010 წლის 19 ნოემბრის №537/15 გადაწყვეტილებთ მინიჭებული აქვს ნუმერაციის რესურსს 0-0-9 (ნული-ნული-ცხრა) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით, 2010 წლის - 27 ნოემბრიდან,  2011 წლის 27 ნოემბრამდე ქ. თბილისში;

2. შპს ”გიჩას” კომისიის 2010 წლის 19 ნოემბრის №538/15 გადაწყვეტილებთ მინიჭებული აქვს ნუმერაციის რესურსს 0-0-9 (ნული-ნული-ცხრა) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით, 2010 წლის - 27 ნოემბრიდან,  2011 წლის 27 ნოემბრამდე, საქართველოს ტერიტორიაზე ქ. თბილისის გარდა და 0-0-0-9 (ნული-ნული-ნული-ცხრა) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით, 2010 წლის - 27 ნოემბრიდან,  2011 წლის 27 ნოემბრამდე ქ. თბილისში;

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან ზემოაღნიშნულ იურიდიულ პირებზე მინიჭებული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ვადა ემთხვევა საქართველოს მთავრობის  2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების” დანართი №4-ს შესაბამისად განსაზღვრულ გარდამავალი ეტაპის ვადას (2011 წლის ნოემბერი), კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ კომისიის მიერ მიღებულ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებში დამატებების განხორციელება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63 -ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. კომისიის 2010 წლის 19 ნოემბრის N 537/15 გადაწყვეტილებას დაემატოს შემდეგი რედაქციის 11 პუნქტი:

”11. უზრუნველყოს შპს ”სამედიცინო სამსახურმა 009” კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყოფილი ნუმერაციის რესურსის ნაცვლად, არაავტოზირებადი საქმიანობა განახორციელოს 1-6-0-1-9 (ერთი-ექვსი-ნული-ერთი-ცხრა) ნუმერაციის რესურსით, 2011 წლის 27 ნოემბრამდე;”;

2. კომისიის 2010 წლის 19 ნოემბრის N 538/15 გადაწყვეტილებას დაემატოს შემდეგი რედაქციის 11  და 21 პუნქტები:

”11. უზრუნველყოს შპს ”გიჩამ” კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყოფილი ნუმერაციის რესურსის ნაცვლად, არაავტოზირებადი საქმიანობა განახორციელოს 1-6-0-1-9 (ერთი-ექვსი-ნული-ერთი-ცხრა) ნუმერაციის რესურსით, 2011 წლის 27 ნოემბრამდე;”;

”21. უზრუნველყოს შპს ”გიჩამ” კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყოფილი ნუმერაციის რესურსის ნაცვლად, არაავტოზირებადი საქმიანობა განახორციელოს 1-6-0-2-9 (ერთი-ექვსი-ნული-ორი-ცხრა) ნუმერაციის რესურსით, 2011 წლის 27 ნოემბრამდე;”;

3.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი  თვის ვადაში;

5.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ. გოთოშია).

კომისიის თავმჯდომარე                                                      ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                                               

 ს.ბრიტანჩუკი

კ.კვიტაიშვილი

ა. სიხარულიძე

ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები