წვდომის მენიუ

შპს „ტელეკომპანია საქართველოს” კერძო მაუწყებლობის №B99 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2008 წლის 28 მარტის №169/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 9 / 2

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 26, 2011

მიღების თარიღი იანვარი 12, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (6/3681-10, 26/10/2010) მიმართა შპს „ტელეკომპანია საქართველომ“, კომპანიის კუთვნილი №B99 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, შპს „ტელეკომპანია საქართველო“ ითხოვს კერძო მაუწყებლობის №B99 ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების იმგვარ ცვლილებას, რომ კომპანიას მიეცეს შესაძლებლობა ამავე ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადე ამავე ლიცენზიით განსაზღვრული პირობებით გაავრცელოს საკაბელო ქსელის მეშვეობითაც.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიამ 2010 წლის 10 დეკემბერს მიიღო  გადაწყვეტილება №563/23, რომლის შესაბამისად შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ კერძო მაუწყებლობის №B99 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2008 წლის 28 მარტის №169/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელეკომპანია საქართველო“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B99 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ლიცენზიის სახე: კერძო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა არის ერთი გადამცემი სადგურის (ბათუმის ანძა) მომსახურების ზონა, ხოლო  ტექნიკური პარამეტრებია:

გადამცემის განთავსების ადგილი

გეოგრაფიული კოორდინატები

გაძლიერების კოეფიციენტი

პოლარიზაცია V/H

TV არხი

სიმძ 

(ვტ)

გასხივების დიაგრამა

ანტენის სიმაღლე მიწის ზედ.მ          

ბათუმი, სატელევიზიო ანძა

N41° 41’37.7” E 041° 42’54.8”

არაუმეტეს   6.0 დბ

H

33

1000

მიმართული

40 ± 15

ლიცენზიის მოქმედების ვადა: 28.03.2018წ.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, იკრძალება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს  ლიცენზიის სახის არსებით შეცვლას ან ლიცენზიის სამოქმედო ზონის სიდიდის  ცვლილებას.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა ლიცენზიით გათვალისწინებული სამოქმედო ზონის სიდიდის გაზრდასთან დაკავშირებით, ვრცელდება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიით გათვალისწინებულ სამოქმედო ზონაზე, კერძოდ, აკრძალულია რადიოსიხშირული სპექტრის ამოწურვადი რესურსის გამოყენებით კერძო მაუწყებლობის საქმიანობის ლიცენზიის სამოქმედო ზონის ცვლილება. კომისიაში წარმოდგენილი განცხადების შესაბამისად, შპს „ტელეკომპანია საქართველო“ ითხოვს კერძო მაუწყებლობის №B99 ლიცენზიის ფარგლებში არსებული სამაუწყებლო ბადის გავრცელებას საკაბელო ქსელის გამოყენებით საქართველოს ტერიტორიაზე. გამომდინარე იქიდან, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის  შესაბამისად, საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობა ხორციელდება ტელე ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურების, საკაბელო ქსელის ან სამაუწყებლო გადამცემების მეშვეობით სიხშირული სპექტრის გამოყენებით, სატელევიზიო სიგნალის გავრცელება საკაბელო ქსელის მეშვეობით წარმოადგენს მხოლოდ ლიცენზიაში სამაუწყებლო სიგნალის გადაცემის ტექნოლოგიის ცვლილებას, აღნიშნული კი არ ცვლის სამაუწყებლო ლიცენზიით განსაზღვრულ სახეს ან სახეობას და არც სიხშირული სპექტრის გამოყენებით სამაუწყებლო საქმიანობის განხორციელების გეოგრაფიულ ზონას. ფაქტობრივად საუბარია მაუწყებლისათვის სხვა ტექნოლოგიით იგივე სახისა და სახეობის სამაუწყებლო საქმიანობის უფლების მინიჭებაზე, რის შედეგადაც კომპანიას ეძლევა საშუალება,   სხვა ტექნოლოგიით (საკაბელო ქსელის მეშვეობით) მიაწოდოს მომხმარებელს მის მიერ კერძო მაუწყებლობის №B99 ლიცენზიით სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული პროგრამები.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2008 წლის 22 მაისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №279/22 „ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დასადგენად გასატარებელ ღონისძიებათა და რიგ განცხადებებზე ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე“. აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, შეჩერებულ იქნა კერძო მაუწყებლობის ლიცენზიათა გაცემისა და მოდიფიცირების პროცესი ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დამტკიცების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილების მიღებამდე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ  კომისიის 2008 წლის 22 მაისის №279/22 გადაწყვეტილება არ აჩერებს ლიცენზიათა მოდიფიცირების პროცესს, თუ მოდიფიცირება არ ეხება ლიცენზიის სახისა და სახეობის ცვლილებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ კერძო მაუწყებლობის №B99 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნა შესაბამისობაშია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან და არ ეწინააღმდეგება ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ  შეზღუდვებს, ვინაიდან  შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზიის მოდიფიცირების შემდეგ, ლიცენზიის მფლობელი უზრუნველყოფს უკვე არსებული ლიცენზიის ფარგლებში გაწეული სამაუწყებლო საქმიანობის მომხმარებლისათვის მიწოდებას საკაბელო ქსელის გამოყენებით, რაც არ გამოიწვევს ამავე ლიცენზიით გათვალისწინებული  სიხშირული სპექტრის გამოყენებით სამაუწყებლო საქმიანობის განხორციელების გეოგრაფიული ზონის ცვლილებას.

საკითხის ზეპირი მოსმენა ჩატარდა 2011 წლის 10 იანვარს 16.00 სთ-ზე. ზეპირი მოსმენის დროს არ გამოვლენილა ლიცენზიის მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს   კანონის   38-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 45-ე მუხლის  და  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ კერძო მაუწყებლობის №B99 ლიცენზია, შევიდეს ცვლილებები კომისიის 2008 წლის 28 მარტის №169/1 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

გადამცემის განთავსების ადგილი

გეოგრაფიული კოორდინატები

გაძლიერების კოეფიციენტი

პოლარიზაცია V/H

TV არხი

სიმძ 

(ვტ)

გასხივების დიაგრამა

ანტენის სიმაღლე მიწის ზედ.მ          

ბათუმი, სატელევიზიო ანძა

N41° 41’37.7” E 041° 42’54.8”

არაუმეტეს   6.0 დბ

H

33

1000

მიმართული

40 ± 15

 

ა) სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა არის ერთი გადამცემი სადგურის (ბათუმის ანძა) მომსახურების ზონა;

ბ) ტელემაუწყებლობა საკაბელო ქსელის გამოყენებით;“

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „ტელეკომპანია საქართველოსთვის“ აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს „ტელეკომპანია საქართველოსთვის“ (ნ. ჯავახიძე);

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე)

ა) სათანადო მოანცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის გაგზავნის უზრუნველყოფა სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                 ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები