წვდომის მენიუ

შპს “სიო-2007“ -სთვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ

ნომერი: 90 / 15

გამოქვეყნების თარიღი მარტი 10, 2011

მიღების თარიღი თებერვალი 25, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (13.12.2010 №7/421-10) მიმართა შპს “სიო-2007“ -მ ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსის მინიჭებასთან დაკავშირებით ქ.რუსთავში.

            შპს “სიო-2007“ ახორციელებს მოსახლეობის მომსახურებას შემდეგ სფეროებში: სატელეფონო ცნობარი, ინფორმაციის გაცემა სატელეფონო და საფოსტო ინდექსების შესახებ, ვალუტის კურსი, ამინდის პროგნოზი და ა.შ.

კომისია  აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

კომისია  ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებულ იქნა №355 დადგენილება „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა მოკლე ნომრების სტრუქტურა, ფორმატი, განაწილება და სარგებლობა. ამავე დებულების დანართი №4-ით განისაზღვრა ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის ძირითადი ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონიძიებათა გეგმა, რომლის შესაბამისად ახალ სისტემაზე გადასვლა უნდა მოხდეს ეტაპობრივად. კერძოდ, კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან მოხდება მოკლე ნომრების ახალ ფორმატზე 1XX (XXX) გადასვლა.

გამომდინარე იქედან, რომ შპს “სიო-2007“ მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობას აპირებს იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს შპს “სიო-2007“-ს მოთხოვნა და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს შპს “სიო-2007“-ს ნუმერაციის რესურსი 1-6-0-6-9 (ერთი-ექვსი-ნული-ექვსი-ცხრა) ქ. რუსთავში.   გარდამავალ ეტაპზე, ნუმერაციის ახალი ეროვნული სისტემით გათვალისწინებული ახალი ნუმერაციის რესურსის 1-6-0-6-9 (ერთი-ექვსი-ნული-ექვსი-ცხრა) აქტივაციის კომისიის მიერ განსაზღვრულ თარიღამდე, შპს “სიო-2007“ უფლებამოსილი იქნება მომსახურება გაწიოს ოთხნიშნა ნუმერაციის რესურსით 8-0-6-9 (რვა-ნული-ექვსი-ცხრა).

            ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს “სიო-2007“-ს ნუმერაციის რესურსი - 1-6-0-6-9 (ერთი-ექვსი-ნული-ექვსი-ცხრა) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით, 2011 წლის - 25 თებერვლიდან,  2012 წლის 25 თებერვლამდე, ქ. რუსთავში;

2. ნუმერაციის ახალი ეროვნული სისტემით გათვალისწინებული ახალი ნუმერაციის რესურსის 1-6-0-6-9 (ერთი-ექვსი-ნული-ექვსი-ცხრა) აქტივაციის კომისიის მიერ განსაზღვრულ თარიღამდე, შპს “სიო-2007“ უფლებამოსილია არაავტორიზებადი საქმიანობა განახორციელოს 8-0-6-9 (რვა-ნული-ექვსი-ცხრა) ნუმერაციის რესურსით;

3.  შპს “სიო-2007“ არ არის უფლებამოსილი ზემოაღნიშნული ნუმერაციის რესურსები გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;

4.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს “სიო-2007“- სთვის ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი  თვის ვადაში;

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ. გოთოშია).

კომისიის თავმჯდომარე                                                      ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრები                                                                ს.ბრიტანჩუკი

კ.კვიტაიშვილი

ა. სიხარულიძე

ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები