წვდომის მენიუ

შპს ”ურუშა”-სათვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ

ნომერი: 91 / 15

გამოქვეყნების თარიღი მარტი 10, 2011

მიღების თარიღი თებერვალი 25, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (16.02.2011 №7/73-11) მიმართა შპს ”ურუშამ” ციფრების სამნიშნა კომბინაციის - 004 ნუმერაციის რესურსის მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე.

     კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ურუშას”, კომისიის 2010 წლის 26 იანვრის №46/7 გადაწყვეტილებით, მინიჭებული ჰქონდა ნუმერაციის რესურსი 004 დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით 1 წლის ვადით, 2011 წლის 7 თებერვლამდე საქართველოს ტერიტორიაზე.

     შპს ”ურუშა” ახორციელებს მოსახლეობის მომსახურებას შემდეგ სფეროებში: საინფორმაციო, საშუამავლო, საკონსულტაციო, სამედიცინო, სარიტუალო, სამშენებლო, ტაქსისა და გაზის გამოძახება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის ადგილზე შეკეთება და მონტაჟი და ა.შ.

     კომისია  აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

კომისია  ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებულ იქნა №355 დადგენილება „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა მოკლე ნომრების სტრუქტურა, ფორმატი, განაწილება და სარგებლობა. ამავე დებულების დანართი №4-ით განისაზღვრა ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის ძირითადი ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონიძიებათა გეგმა, რომლის შესაბამისად ახალ სისტემაზე გადასვლა უნდა მოხდეს ეტაპობრივად. კერძოდ, კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან მოხდება მოკლე ნომრების ახალ ფორმატზე 1XX (XXX) გადასვლა.

გამომდინარე იქედან, რომ შპს ”ურუშა” მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობას აპირებს იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს შპს ”ურუშას” მოთხოვნა და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს შპს ”ურუშას” ნუმერაციის რესურსი 1-6-0-0-4 (ერთი-ექვსი-ნული-ნული-ოთხი) საქართველოს ტერიტორიაზე. გარდამავალ ეტაპზე, ნუმერაციის ახალი ეროვნული სისტემით გათვალისწინებული ახალი ნუმერაციის რესურსის 1-6-0-0-4 (ერთი-ექვსი-ნული-ნული-ოთხი) აქტივაციის კომისიის მიერ განსაზღვრულ თარიღამდე, შპს ”ურუშა” უფლებამოსილი იქნება მომსახურება გაწიოს სამნიშნა ნუმერაციის რესურსით 0-0-4 (ნული-ნული-ოთხი).

            ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს ”ურუშას” ნუმერაციის რესურსი - 1-6-0-0-4 (ერთი-ექვსი-ნული-ნული-ოთხი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით, 2011 წლის - 25 თებერვლიდან,  2012 წლის 25 თებერვლამდე, საქართველოს ტერიტორიაზე;

2. ნუმერაციის ახალი ეროვნული სისტემით გათვალისწინებული ახალი ნუმერაციის რესურსის 1-6-0-0-4 (ერთი-ექვსი-ნული-ნული-ოთხი) აქტივაციის კომისიის მიერ განსაზღვრულ თარიღამდე, შპს ”ურუშა” უფლებამოსილა არაავტორიზებადი საქმიანობა განახორციელოს 0-0-4 (ნული-ნული-ოთხი) ნუმერაციის რესურსით;

3.  შპს ”ურუშა” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;

4.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს ”ურუშა”- სათვის ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი  თვის ვადაში;

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ. გოთოშია).

კომისიის თავმჯდომარე                                                      ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                                               

ს.ბრიტანჩუკი

კ.კვიტაიშვილი

ა. სიხარულიძე

ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები