წვდომის მენიუ

შპს “GIS”-სათვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ

ნომერი: 92 / 15

გამოქვეყნების თარიღი მარტი 10, 2011

მიღების თარიღი თებერვალი 25, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (16.02.2011 №7/73-11) მიმართა შპს “GIS”-მა ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსის მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე.

     შპს “GIS” ახორციელებს მოსახლეობის მომსახურებას შემდეგ სფეროებში: სატელეფონო გაყიდვების წარმოება (საინფორმაციო მომსახურება), ტაქსების გამოძახება და ა.შ.

კომისია  აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

კომისია  ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებულ იქნა №355 დადგენილება „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა მოკლე ნომრების სტრუქტურა, ფორმატი, განაწილება და სარგებლობა. ამავე დებულების დანართი №4-ით განისაზღვრა ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის ძირითადი ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონიძიებათა გეგმა, რომლის შესაბამისად ახალ სისტემაზე გადასვლა უნდა მოხდეს ეტაპობრივად. კერძოდ, კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან მოხდება მოკლე ნომრების ახალ ფორმატზე 1XX (XXX) გადასვლა.

გამომდინარე იქედან, რომ შპს “GIS” მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობას აპირებს იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს შპს “GIS”-ს მოთხოვნა და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს შპს “GIS” ნუმერაციის რესურსი 1-6-0-6-0 (ერთი-ექვსი-ნული-ექვსი-ნული) საქართველოს  ტერიტორიაზე. გარდამავალ ეტაპზე, ნუმერაციის ახალი ეროვნული სისტემით გათვალისწინებული ახალი ნუმერაციის რესურსის 1-6-0-6-0 (ერთი-ექვსი-ნული-ექვსი-ნული) აქტივაციის კომისიის მიერ განსაზღვრულ თარიღამდე, შპს ” GIS” უფლებამოსილი იქნება მომსახურება გაწიოს ოთხნიშნა ნუმერაციის რესურსით 0-0-0-6 (ნული-ნული-ნული-ექვსი).

   ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს “GIS”-ს ნუმერაციის რესურსი - 1-6-0-6-0 (ერთი-ექვსი-ნული-ექვსი-ნული) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით, 2011 წლის - 25 თებერვლიდან,  2012 წლის 25 თებერვლამდე, საქართველოს ტერიტორიაზე;

2. ნუმერაციის რესურსის 1-6-0-6-0 (ერთი-ექვსი-ნული-ექვსი-ნული) აქტივაციის კომისიის მიერ განსაზღვრულ თარიღამდე, შპს ”GIS” უფლებამოსილია არაავტორიზებადი საქმიანობა განახორციელოს 0-0-0-6 (ნული-ნული-ნული-ექვსი) ნუმერაციის რესურსით;

3.  შპს “GIS” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;

4.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს “GIS”- სთვის ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი  თვის ვადაში;

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ. გოთოშია).

კომისიის თავმჯდომარე                                                      ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრები                                                                ს.ბრიტანჩუკი

კ.კვიტაიშვილი

ა. სიხარულიძე

ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები