წვდომის მენიუ

შპს ”სპეცსერვისი 008”-სათვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ

ნომერი: 94 / 15

გამოქვეყნების თარიღი მარტი 10, 2011

მიღების თარიღი თებერვალი 25, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (14.01.2011 №7/19-11) მიმართა შპს ”სპეცსერვისი 008”-მ ციფრების სამნიშნა კომბინაციის - 008 ნუმერაციის რესურსის მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე.

   კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სპეცსერვისი 008”-ს, კომისიის 2010 წლის 26 იანვრის №45/7 გადაწყვეტილებით, მინიჭებული ჰქონდა ნუმერაციის რესურსი 008 დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით 1 წლის ვადით, 2011 წლის 23 თებერვლამდე საქართველოს ტერიტორიაზე.

   შპს ”სპეცსერვისი 008” ახორციელებს მოსახლეობის მომსახურებას შემდეგ სფეროებში: საინფორმაციო, საკონსულტაციო და სადისპეჩერო მომსახურებას.  

     კომისია  აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

კომისია  ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებულ იქნა №355 დადგენილება „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა მოკლე ნომრების სტრუქტურა, ფორმატი, განაწილება და სარგებლობა. ამავე დებულების დანართი №4-ით განისაზღვრა ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის ძირითადი ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონიძიებათა გეგმა, რომლის შესაბამისად, ახალ სისტემაზე გადასვლა უნდა მოხდეს ეტაპობრივად, კერძოდ, კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან მოხდება მოკლე ნომრების ახალ ფორმატზე 1XX (XXX) გადასვლა.

გამომდინარე იქედან, რომ შპს ”სპეცსერვისი 008” მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობას აპირებს იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს შპს ”სპეცსერვისი 008”-ს მოთხოვნა და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს შპს ”სპეცსერვისი 008”-ს ნუმერაციის რესურსი 1-6-0-1-8 (ერთი-ექვსი-ნული-ერთი-რვა) საქართველოს ტერიტორიაზე. გარდამავალ ეტაპზე, ნუმერაციის ახალი ეროვნული სისტემით გათვალისწინებული ახალი ნუმერაციის რესურსის 1-6-0-1-8 (ერთი-ექვსი-ნული-ერთი-რვა) აქტივაციის კომისიის მიერ განსაზღვრულ თარიღამდე, შპს ”სპეცსერვისი 008” უფლებამოსილი იქნება მომსახურება გაწიოს სამნიშნა ნუმერაციის რესურსით 0-0-8 (ნული-ნული-რვა).

            ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილების   შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს ”სპეცსერვისი 008”-ს ნუმერაციის რესურსი - 1-6-0-1-8 (ერთი-ექვსი-ნული-ერთი-რვა) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით, 2011 წლის - 23 თებერვლიდან,  2012 წლის 23 თებერვლამდე, საქართველოს ტერიტორიაზე;

2. ნუმერაციის ახალი ეროვნული სისტემით გათვალისწინებული ახალი ნუმერაციის რესურსის 1-6-0-1-8 (ერთი-ექვსი-ნული-ერთი-რვა) აქტივაციის კომისიის მიერ განსაზღვრულ თარიღამდე, შპს ”სპეცსერვისი 008” უფლებამოსილია არაავტორიზებადი საქმიანობა განახორციელოს 0-0-8 (ნული-ნული-რვა) ნუმერაციის რესურსით;

3.  შპს ”სპეცსერვისი 008” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;

4.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს ”სპეცსერვისი 008”- სათვის ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი  თვის ვადაში;

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ. გოთოშია).

კომისიის თავმჯდომარე                                                      ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრები                                                                ს.ბრიტანჩუკი

კ.კვიტაიშვილი

ა. სიხარულიძე

ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები