შპს “ჯეო-დისქავერი“ -სთვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 10, 2011
მიღების თარიღი თებერვალი 25, 2011
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (05.01.2011 №7/04-11) მიმართა შპს “ჯეო-დისქავერიმ“ ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსის მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე.
შპს “ჯეო-დისქავერი“ ახორციელებს ტაქსის გამოძახების სერვისით მომსახურებას.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებულ იქნა №355 დადგენილება „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა მოკლე ნომრების სტრუქტურა, ფორმატი, განაწილება და სარგებლობა. ამავე დებულების დანართი №4-ით განისაზღვრა ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადასვლის ძირითადი ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონიძიებათა გეგმა, რომლის შესაბამისად, ახალ სისტემაზე გადასვლა უნდა მოხდეს ეტაპობრივად. კერძოდ, კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან მოხდება მოკლე ნომრების ახალ ფორმატზე 1XX (XXX) გადასვლა.
გამომდინარე იქედან, შპს “ჯეო-დისქავერი“ მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობას აპირებს იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს შპს “ჯეო-დისქავერის“ მოთხოვნა და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს შპს “ჯეო-დისქავერის“ ნუმერაციის რესურსი 1-6-0-4-5 (ერთი-ექვსი-ნული-ოთხი-ხუთი) საქართველოს ტერიტორიაზე. გარდამავალ ეტაპზე, ნუმერაციის ახალი ეროვნული სისტემით გათვალისწინებული ახალი ნუმერაციის რესურსის 1-6-0-4-5 (ერთი-ექვსი-ნული-ოთხი-ხუთი) აქტივაციის კომისიის მიერ განსაზღვრულ თარიღამდე, შპს “ჯეო-დისქავერი“ უფლებამოსილი იქნება მომსახურება გაწიოს ოთხნიშნა ნუმერაციის რესურსით 8-0-4-5 (რვა-ნული-ოთხი-ხუთი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს “ჯეო-დისქავერის“ ნუმერაციის რესურსი - 1-6-0-4-5 (ერთი-ექვსი-ნული-ოთხი-ხუთი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით, 2011 წლის - 25 თებერვლიდან, 2012 წლის 25 თებერვლამდე, საქართველოს ტერიტორიაზე;
2. ნუმერაციის ახალი ეროვნული სისტემით გათვალისწინებული ახალი ნუმერაციის რესურსის 1-6-0-4-5 (ერთი-ექვსი-ნული-ოთხი-ხუთი) აქტივაციის კომისიის მიერ განსაზღვრულ თარიღამდე შპს “ჯეო-დისქავერი“ უფლებამოსილია არაავტორიზებადი საქმიანობა განახორციელოს 8-0-4-5 (რვა-ნული-ოთხი-ხუთი) ნუმერაციის რესურსით;
3. შპს “ჯეო-დისქავერი“ არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსები გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს “ჯეო-დისქავერი“- სათვის ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ. გოთოშია).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა. სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
