წვდომის მენიუ

შპს “მაგთიკომის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №№ N5, N7, N8, N59, N60 და N72 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2005 წლის 26 ივლისის №533/1, №534/1, №536/1 2006 წლის 02 ივნისის №238/2 და 11 აგვისტოს №354/1 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნ

ნომერი: 97 / 23

გამოქვეყნების თარიღი მარტი 07, 2011

მიღების თარიღი თებერვალი 25, 2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა (6/735-11, 21/02/2011) შპს „მაგთიკომმა“და მოითხოვა კომპანიის კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №№ N5, N7, N8, N59, N60 და N72 ლიცენზიებით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსის ნაწილით სარგებლობის უფლების გაუქმება და ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მისი კუთვნილი ლიცენზიების მოდიფიცირება. კერძოდ,            შპს ”მაგთიკომი” უარს ამბობს კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიების საფუძველზე მასზე მინიჭებული ნუმერაციის რესურსის ნაწილით სარგებლობაზე და სარგებლობის უფლებას იტოვებს შემდგომ ნუმერაციის რესურსზე:

ა) № N5 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან 8-9-6 (1 000 000 სააბონენტო ნომერი) – 39 284 (ოცდაცხრამეტი ათას ორას ოთხმოცდაოთხი) სააბონენტო ნომერს.

ბ) № N7 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან 8-5-1 (1 000 000 სააბონენტო ნომერი) – 220 417 (ორას ოცი ათას ოთხას ჩვიდმეტი) სააბონენტო ნომერს.

გ) № N8 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან 8-9-5 (1 000 000 სააბონენტო ნომერი) –369 307  ( სამას სამოცდაცხრა ათას სამას შვიდი) სააბონენტო ნომერს;

დ) № N59 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან 8-9-9 (1 000 000 სააბონენტო ნომერი) – 643 317 (ექვსას ორმოცდასამი ათას სამას ჩვიდმეტი ) სააბონენტო ნომერს;

ე) № N60 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან 8-9-8 (1 000 000 სააბონენტო ნომერი) –589 275 (ხუთას ოთხმოცდაცხრა ათას ორას სამოცდათხუთმეტი) სააბონენტო ნომერს;

ვ) № N72 ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსიდან 8-9-1 (1 000 000 სააბონენტო ნომერი) – 206 636 (ორას ექვსი ათას ექვსას ოცდათექვსმეტი) სააბონენტო ნომერს;

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მაგთიკომი” ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიებს, კერძოდ:

1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N 5 ლიცენზიას, კომისიის 2005 წლის 26 ივლისის №533/1 გადაწყვეტილების შესაბამისად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ნუმერაციის რესურსი: 8-9-6 (რვა-ცხრა-ექვსი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 26.07.2015 წ-მდე;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.”

2. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N7 ლიცენზიას, კომისიის 2005 წლის 26 ივლისის №536/1 გადაწყვეტილების შესაბამისად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა)ნუმერაციის რესურსი: 8-5-1 (რვა-ხუთი-ერთი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 26.07.2015 წ-მდე;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.”

3. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N 8 ლიცენზიას, კომისიის 2005 წლის 26 ივლისის №534/1 გადაწყვეტილების შესაბამისად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ნუმერაციის რესურსი: 8-9-5 (რვა-ცხრა-ხუთი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 26.07.2015 წ-მდე;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.”

4. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის  № N59 ლიცენზიას, 2006 წლის 02 ივნისის №238/2 გადაწყვეტილების შესაბამისად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

 

”ბ.ა. ნუმერაციის რესურსი 8-9-9 (რვა-ცხრა-ცხრა) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ.ბ. ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

ბ.გ. ლიცენზიის მოქმედების ვადა 10.07.2016 წ-მდე;

ბ.დ ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.”

5. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N60 ლიცენზიას, კომისიის 2006 წლის 02 ივნისის №238/2 გადაწყვეტილების შესაბამისად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

”ბ.ა. ნუმერაციის რესურსი: 8-9-8 (რვა-ცხრა-რვა) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ.ბ ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

ბ.გ. ლიცენზიის მოქმედების ვადა 12.05.2019 წ-მდე;

ბ.დ ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.”

6. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N72 ლიცენზიასკომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს №354/1გადაწყვეტილების შესაბამისად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

”ა) ნუმერაციის რესურსი: 8-9-1 (რვა-ცხრა-ერთი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 11.08.2016 წ- მდე;

დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.”

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს: ა) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ცვლილება; ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა.

                საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  115–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად,  ლიცენზირებასთან  და სატელეკომუნიკაციო სიხშირის განაწილებასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”მაგთიკომის” ნუმერაციის რესურსით  სარგებლობის №№ N5, N7, N8, N59, N60 და N72 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის                2005 წლის 26 ივლისის №533/1, №534/1, №536/1, 2006 წლის 02 ივნისის №238/2 და 11 აგვისტოს №354/1  გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის  მიზნით;

2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2011 წლის 29 მარტს 16:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე         (ნ. ჯანელიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”მაგთიკომისთვის” გაგზავნა (დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით (ნ. ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                 ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                                  ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                 ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები