წვდომის მენიუ

სს “სილქნეტის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N 95 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2010 წლის 12 მარტის №125/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნომერი: 06 / 2

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 23, 2012

მიღების თარიღი იანვარი 09, 2012

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 9 დეკემბრის № 756/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სს ”სილქნეტის” ნუმერაციის რესურსით  სარგებლობის №N95 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2010 წლის 12 მარტის №125/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის  მიზნით.

ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2012 წლის 9 იანვრის 16:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

კომისია აღნიშნავს, რომ შს ”სილქნეტმა” კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/851-11, 01.12.2011წ.) კომპანიის კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N95 ლიცენზიით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსის (სულ 1 000000 სააბონენტო ნომერი) ნაწილით სარგებლობის უფლების გაუქმებისა და ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ, სს ”სილქნეტი” უარს ამბობს კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე მასზე მინიჭებული ნუმერაციის რესურსის ნაწილზე და სარგებლობაში იტოვებს 100 000   (ასი ათასი) სააბონენტო ნომერს;

კომისია აღნიშნავს, რომ სს ”სილქნეტის” ზემოაღნიშნულ განცხადებას თან ერთვის CD ელექტრონულ მატარებელზე დატანილი ნუმერაციის რესურსის განშლა, ლიცენზიის ნომრისა და სს ”სილქნეტის” სარგებლობაში დასატოვებელი ნუმერაციის რესურსის აღწერით.

კომისია აღნიშნავს, რომ სს ”სილქნეტი” კომისიის 2010 წლის 12 მარტის №125/22 გადაწყვეტილების საფუძველზე, ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N95 ლიცენზიას, რომელიც მოდიფიცირდა კომისიის 2011 წლის 15 მარტის №123/2 გადაწყვეტილებით და განესაზღვრა შემდეგი სალიცენზიო პირობები :

”ა) ნუმერაციის რესურსი: 8-7-8 (რვა-შვიდი-რვა) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის, ხოლო კომისიის მიერ განსაზღვრული თარიღიდან  - 7-9-1 (შვიდი-ცხრა-ერთი) უსადენო შეღწევის სისტემის  ქსელებით, მათ შორის, ფი­ჭური პრინციპით მომუშავე ქსელებში ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელებში  აბონენტების ტერ­მინალური მოწყობი­ლო­ბების იდენტიფიცი­რები­სა­თვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 23 თებერვლამდე;

გ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.”

            “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს: ა) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ცვლილება; ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა.

            საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2012 წლის 9 იანვრის სხდომაზე. გამომდინარე იქიდან, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ გამოვლენილა სს “სილქნეტის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N95 ლიცენზიის მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოებები, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია ზეპირი მოსმენის სხდომაზევე მიიღოს გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული ლიცენზიის მოდიფიცირებისა და 2010 წლის 12 მარტის №125/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს სს ”სილქნეტის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N95 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2010 წლის 12 მარტის №125/22 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების მე-8 პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”ა) ნუმერაციის რესურსი: 7-9-1 (შვიდი-ცხრა-ერთი) სულ 100 000 (ასი ათასი) დანართი N2-ით განსაზღვრული სააბონენტო ნომერი (XXX XXX) უსადენო შეღწევის სისტემის  ქსელებით, მათ შორის, ფი­ჭური პრინციპით მომუშავე ქსელებში ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელებში  აბონენტების ტერ­მინალური მოწყობი­ლო­ბების იდენტიფიცი­რები­სა­თვის;”

2. კომისიის 2010 წლის 12 მარტის №125/22 გადაწყვეტილებას დაემატოს დანართი №2 (CD-1 ცალი თან ერთვის);

3.  2010 წლის 12 მარტის №125/22 გადაწყვეტილებას დაემატოს შემდეგი რედაქციის 81 პუნქტი:

”81) წინამდებარე გადაწყვეტილების მე-8 პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანართი №2 ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;”

4.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

დ) აღნიშნული გადაწყვეტილების სს ”სილქნეტისთვის” გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ. N6) ერთი  თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც. უჯმაჯურიძე);

8.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტისა)  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                                               ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                                ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                                კ. კვიტაიშვილი                                                          

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები