წვდომის მენიუ

შპს ”კინგ ენტერპრაისის ჯი”-სთვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ

ნომერი: 104 / 15

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 02, 2012

მიღების თარიღი იანვარი 27, 2012

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (18.01.2012 №7/152-12) მიმართა შპს ”კინგ ენტერპრაისის ჯი”-მ  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით” გათვალისწინებულ არაგეოგრაფიული ნუმერაციის ზონაში (800 XXX XXX  უფასო მომსახურებისათვის) ნუმერაციის რესურსის  მინიჭების მოთხოვნით.

              შპს ”კინგ ენტერპრაისის ჯი” ფლობს პოკერის პროგრამას, რომელიც საშუალებას აძლევს მსურველებს ითამაშონ პოკერი ინტერნეტში. სატელეფონო ნომერი შპს ”კინგ ენტერპრაისის ჯი”-ს ესაჭიროება მოთამაშეებისთვის თამაშის წესების გასაცნობად. როგორც განცხადებაშია აღნიშნული მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით  მომსახურების მიწოდება  აბონენტისათვის იქნება უფასო. 

 კომისია  აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით.

         კომისია  ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებულ იქნა დადგენილება №355 „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“, რომლის  №2 დანართის შესაბამისადაც განისაზღვრა ინტე­ლექ­ტუალური ქსელებით უფასო მომსახურებისათვის, არაგეოგრაფიულ ნუმერაციის ზონაში 800 XXX XXX ფორმატის ნუმერაციის რესურსი.     

გამომდინარე იქედან, რომ  შპს ”კინგ ენტერპრაისის ჯი”   მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობას აპირებს იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, კერძოდ, მომხმარებლებისთვის ინტერნეტში პოკერის თამაშის ორგანიზების  სათანადო უფასო ინსტრუქციების მიწოდებისთვის, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს შპს ”კინგ ენტერპრაისის ჯი”-ს  მოთხოვნა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 ნაწილიდან და  „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებიდან” გამომდინარე მიანიჭოს შპს  ”კინგ ენტერპრაისის ჯი”-ს  ნუმერაციის რესურსი   800 000 100 ერთი წლის ვადით დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ №2 დანართის, ასევე მე-10 მუხლის დ. გ) და ე) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს,  შპს ”კინგ ენტერპრაისის ჯი”-ს     ნუმერაციის რესურსი - 800 000 100 (რვა-ნული-ნული-ნული-ნული-ნული-ერთი-ნული-ნული) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით, 2012 წლის 27 იანვრიდან  2013 წლის  27იანვრამდე.

2. შპს ”კინგ ენტერპრაისის ჯი”   ვალდებულია აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს საკუთარი მომხმარებლისათვის უფასოდ პოკერის ინტერნეტით თამაშის სათანადო ინსტრუქციების მისაწოდებლად.

3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში შპს  ”კინგ ენტერპრაისის ჯი”-ს  მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობის განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც, ამ შემთხვევაში შპს ”კინგ ენტერპრაისის ჯი”-ს არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის  შპს ”კინგ ენტერპრაისის ჯი”-სთვის    ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი  თვის ვადაში;

6.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც.უჯმაჯურიძე).

კომისიის წევრები:                                                               ს.ბრიტანჩუკი

კ.კვიტაიშვილი

ა. სიხარულიძე

ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები