შპს ”ისტერნ ენტერფრაიზ გრუპისთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 02, 2012
მიღების თარიღი იანვარი 27, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (16.01.2012 №7/143-12) მიმართა შპს ”ისტერნ ენტერფრაიზ გრუპმა” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით” გათვალისწინებულ არაგეოგრაფიული ნუმერაციის ზონაში (800 XXX XXX უფასო მომსახურებისათვის) ნუმერაციის რესურსის მინიჭების მოთხოვნით.
შპს ”ისტერნ ენტერფრაიზ გრუპი” ფლობს პოკერის პროგრამას, რომელიც საშუალებას აძლევს მსურველებს ითამაშონ პოკერი ინტერნეტში. სატელეფონო ნომერი შპს ”ისტერნ ენტერფრაიზ გრუპს” ესაჭიროება პოკერის ინტერნეტით მოთამაშეებისთვის თამაშის წესების გასაცნობად. როგორც განცხადებაშია აღნიშნული მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით მომსახურების მიწოდება აბონენტისათვის იქნება უფასო.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წლის 18 ნოემბერს მიღებულ იქნა დადგენილება №355 „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“, რომლის №2 დანართის შესაბამისადაც განისაზღვრა ინტელექტუალური ქსელებით უფასო მომსახურებისათვის, არაგეოგრაფიულ ნუმერაციის ზონაში 800 XXX XXX ფორმატის ნუმერაციის რესურსი.
გამომდინარე იქედან, რომ შპს ”ისტერნ ენტერფრაიზ გრუპი” მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობას აპირებს იმ საქმიანობისათვის, რომელიც არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, კერძოდ, მომხმარებლებისთვის ინტერნეტში პოკერის თამაშის ორგანიზებისთვის სათანადო უფასო ინსტრუქციების მიწოდებისთვის, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს შპს ”ისტერნ ენტერფრაიზ გრუპის” მოთხოვნა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 ნაწილიდან და „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებიდან” გამომდინარე მიანიჭოს შპს ”ისტერნ ენტერფრაიზ გრუპს” ნუმერაციის რესურსი 800 000 101 ერთი წლის ვადით დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ №2 დანართის, ასევე მე-10 მუხლის დ. გ) და ე) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს, შპს ”ისტერნ ენტერფრაიზ გრუპს” ნუმერაციის რესურსი - 800 000 101 (რვა-ნული-ნული-ნული-ნული-ნული-ერთი-ნული-ერთი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით, 2012 წლის 27 იანვრიდან 2013 წლის 27იანვრამდე.
2. შპს ”ისტერნ ენტერფრაიზ გრუპი” ვალდებულია აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს საკუთარი მომსახურებისათვის პოკერის ინტერნეტით თამაშის სათანადო ინსტრუქციების მისაწოდებლად.
3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში შპს ”ისტერნ ენტერფრაიზ გრუპის” მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობის განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც, ამ შემთხვევაში შპს ”ისტერნ ენტერფრაიზ გრუპს” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს ”ისტერნ ენტერფრაიზ გრუპისთვის” ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. № 6) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც.უჯმაჯურიძე).
კომისიის წევრები: ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა. სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
