”ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის კვლევისა და ანალიზის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ” კომისიის 2011 წლის 23 დეკემბრის N 814/23 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 17, 2012
მიღების თარიღი თებერვალი 10, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2011 წლის 23 დეკემბერის №814/23 კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის კვლევისა და ანალიზის მიზნით.
საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2012 წლის 10 თებერვალს 16:00 საათზე, ხოლო საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დასრულების მაქსიმალურ ვადად განისაზღვრა 3 თვე.
კომისია აღნიშნავს, რომ ავტორიებულ პირებს დაეგზავნათ შესავსები ფორმები მათ მფლობელობაში არსებული ტექნიკური საშუალებების და გაფართოებული ურთიერთჩართვის შესახებ ინფორმაციის წარმოსადგენად. შევსებული ფორმების წარმოდგენის ვადად განესაზღვრათ 2011 წლის 10 თებერვალი. შესაბამისად, კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მიერ ვერ მოხერხდა ავტორიზებული პირების მიერ წარმოდგენილი ფორმების დამუშავება და ანალიზი; აღნიშნულიდან გამომდინარე, კონკურენციის ხელშეწყობის დეპარატმენტის შუამდგომლობის საფუძველზე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია გადაიდოს ზეპირი მოსმენის სხდომა 2012 წლის 16 მარტისათვის და შესაბამისად, ცვლილება შევიდეს კომისიის 2011 წლის 23 დეკემბერის №814/23 გადაწყვეტილებაში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2011 წლის 23 დეკემბერის №814/23 გადაწყვეტილებაში „ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის კვლევისა და ანალიზის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ” და გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2012 წლის 16 მარტს 16:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18);”
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯანელიძე) საჯარო გაცნობისათვის ცნობის განმეორებით გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენეტს (ე. ასანიძე);
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
