საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის №07 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 16, 2012
მიღების თარიღი თებერვალი 10, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2012 წლის 10 თებერვლის №07 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–15, მე–16 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს კომისიის 2012 წლის 10 თებერვლის №07 სხდომის დღის წესრიგის პროექტის 29–ე საკითხის (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 28 აპრილის №172/22 გადაწყვეტილებასა და ამავე გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესში” დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ) განხილვა კომისიის 2012 წლის 24 თებერვლის სხდომის დღის წესრიგის პროექტში კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე;
2. კომისიის 2012 წლის 10 თებერვლის №07 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:
ა) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 22 მარტის №144/22 გადაწყვეტილებით ამტკიცებულ კომისიის აპარატის საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის შესახებ (მომხს. ი. ხარებავა);
ბ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №854/8 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. დ.კიკნაძე).
3. კომისიის 2012 წლის 10 თებერვლის №07 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
ირაკლი ჩიქოვანი |
|
კომისიის წევრი |
|
სოფიო ბრიტანჩუკი |
|
კომისიის წევრი |
|
აკაკი სიხარულიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ირაკლი მოსეშვილი |
