კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №848/23, №849/23 და №862/23 გადაწყვეტილებებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების შეწყვეტისა და ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 21, 2012
მიღების თარიღი თებერვალი 10, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/921-11, 14.12.2011წ.; №7/881-11, 06.12.2011წ.; №6/5535-11, 22.12.2011წ.; №7/881-11, 06.12.2011წ., №7/921-11, 14.12.2011წ.; №6/5535-11, 22.12.2011წ.; №7/875-11, 06.12.2011წ.; და №7/916-11, 13.12.2011წ.;) მომართეს სს ”სილქნეტმა” და ი/მ ”რომან გოგობერიშვილმა” კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების გაუქმებისა და მოდიციფირების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ ი/მ ”რომან გოგობერიშვილი” ითხოვს კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N159 და № N161 ლიცენზიების გაუქმებას, ხოლო სს ”სილქნეტი” ითხოვს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N91 ლიცენზიის გაუქმებას და №№ N51, N89, N90, N92, N93, N122, N136, N140 ლიცენზიების მოდიფიცირებას.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №848/23, №849/23 და №862/23 გადაწყვეტილებებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება:
ა) სს ”სილქნეტის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N91 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2010 წლის 12 მარტის №125/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით.
ბ) სს ”სილქნეტის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № №N51, N89, N90, N92, N93, N122, N136, N140 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2010 წლის 12 მარტის №125/22 და №127/22 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით.
გ) ი/მ „რომან გოგობერიშვილის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №№N159 და N161 ლიცენზიების გაუქმებისა და კომისიის 2009 წლის 6 ნოემბრის №589/5 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ 2012 წლის 1 თებერვალს ძალაში შევიდა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და ”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონებში განხორციელებული ცვლილებები, რომელთა შესაბამისად გაუქმდა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია და ლიცენზიის მაგივრად დადგინდა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით, აღარ არსებობს ლიცენზიის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის საფუძველზე მოდიფიცირების სამართლებრივი საფუძველი. ასევე, კომისია არ არის უფლებამოსილი დააკმაყოფილოს ლიცენზიის გაუქმების თაობაზე განცხადება ზემოაღნიშნული კანონის 54-ე მუხლის საფუძველზე თავად ამ რესურსით სარგებლობის ლიცენზიების გაუქმების გამო.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-18 პუნქტის შესაბამისად ”პირები, რომლებზედაც 2012 წლის 1 თებერვლამდე ამ კანონის საფუძველზე კომისიის მიერ გაცემული იყო ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია ან რომლებსაც ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება მინიჭებული ჰქონდათ კომისიის გადაწყვეტილებით, ინარჩუნებენ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას ლიცენზიის მოქმედების/ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული შესაბამისი ვადის განმავლობაში”.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ უნდა შეწყდეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სს ”სილქნეტის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N91 ლიცენზიის გაუქმების, № №N51, N89, N90, N92, N93, N122, N136, N140 ლიცენზიების მოდიფიცირების და ი/მ „რომან გოგობერიშვილის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №№N159 და N161 ლიცენზიების გაუქმების თაობაზე და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №848/23, №849/23 და №862/23 გადაწყვეტილებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-2 ნაწილის დ) პუნქტის და მე-3 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის N848/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ”სს ”სილქნეტის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N91 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2010 წლის 12 მარტის №125/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით” და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №848/23 გადაწყვეტილება;
2. შეწყდეს კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის N849/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ”სს ”სილქნეტის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № №N51, N89, N92, N93, N122, N136, N140 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2010 წლის 12 მარტის №125/22 და №127/22 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით” და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №849/23 გადაწყვეტილება;
3. შეწყდეს კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის N862/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ”ი/მ „რომან გოგობერიშვილის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №№N159 და N161 ლიცენზიების გაუქმებისა და კომისიის 2009 წლის 06 ნოემბრის №589/5 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით” და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №862/23 გადაწყვეტილება;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ. ნინუა) აღნიშნული გადაწყვეტილების სს ”სილქნეტისთვის” და ი/მ „რომან გოგობერიშვილისთვის“ გაგზავნა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ. N6) ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების სს ”სილქნეტისა“ და ი/მ „რომან გოგობერიშვილისთვის“ ჩაბარებისთანავე;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
