საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 11 ნოემბრის № 601/7 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 25, 2012
მიღების თარიღი იანვარი 10, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბის რ-ნის სასამართლოს მიერ, რეგ. №2/8-24; ს.კ. № 201955090) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/889-11, 08.12.11) გარდაბნის, ხაშურის, ჭიათურის, ზესტაფონის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში მინიჭებული სიხშირეების მოქმედების გეოგრაფიული ზონის გაზრდის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 11 ნოემბრის N 601/7 გადაწყვეტილებით სს ”საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალს” მიეცა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 82 ნებართვა და მიენიჭა 159.725 მჰც, 159.800 მჰც, 164.125 მჰც და 165.150 მჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) გარდაბნის, ხაშურის, ჭიათურის, ზესტაფონის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, ერთი წლის ვადით.
კომისია აღნიშნავს, რომ განიხილა ზემოაღნიშნული საკითხი და შესაძლებლად მიაჩნია სს ”საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის” გარდაბნის, ხაშურის, ჭიათურის, ზესტაფონის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში მინიჭებული 159.725 მჰც, 159.800 მჰც, 164.125 მჰც და 165.150 მჰც სიხშირეებით სარგებლობა დამატებით გავრცელდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2011 წლის 11 ნოემბრის № 601/7 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”1. მიეცეს სს ”საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალს” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 82 ნებართვა და მიენიჭოს 159.725 მჰც, 159.800 მჰც, 164.125 მჰც და 165.150 მჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) მცხეთის, გარდაბნის, ხაშურის, ჭიათურის, ზესტაფონის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში ერთი წლის ვადით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;”
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) ერთი თვის ვადაში;
3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს ”საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკ
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
