შპს „ივერია ინტერმედიასთვის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2012
მიღების თარიღი თებერვალი 10, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 13 დეკემბრის №758/8 გადაწყვეტილების შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ”ივერია ინტერმედია”.
ამავე გადაწყვეტილებით, შპს ”ივერია ინტერმედიას”, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 2,014.08 (ორი ათას თოთხმეტი ლარი და რვა თეთრი) ლარის 30%-ს - 604.22 (ექვსას ოთხი ლარი და ოცდაორი თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 200.00 (ორასი ლარი) ლარი ანუ 404.22 (ოთხას ოთხი ლარი და ოცდაორი თეთრი) ლარის გადახდის ვალდებულება 2012 წლის 13 იანვრამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ივერია ინტერმედიას” მიერ, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, ერთი თვის ვადაში, კერძოდ 2012 წლის 13 იანვრამდე გადახდილია 405.00 (ოთხას ხუთი ლარი) ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს ”ივერია ინტერმედიას” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F85 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 10453 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება: ქ.თბილისი, გორგასლის ქ. №73–დან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე; რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც; გადამცემის სიმძლავრე - 0.5 ვატამდე;
ბ) გადამცემი სადგურების რაოდენობა - 1 სადგური;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა - 2022 წლის 10 თებერვლამდე;
დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვალდებულება: 2013 წლის 10 თებერვლამდე;
2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - 1409,08 (ათას ოთხას ცხრა ლარი და რვა თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი -TRESGE22;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773402;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - 1409,08 (ათას ოთხას ცხრა ლარი და რვა თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
117.42 ლარი - 2012 წლის 10 მარტამდე;
117.42 ლარი - 2012 წლის 10 აპრილამდე;
117.42 ლარი - 2012 წლის 10 მაისამდე;
117.42 ლარი - 2012 წლის 10 ივნისამდე;
117.42 ლარი - 2012 წლის 10 ივლისამდე;
117.42 ლარი - 2012 წლის 10 აგვისტომდე;
117.42 ლარი - 2012 წლის 10 სექტემბრამდე;
117.42 ლარი - 2012 წლის 10 ოქტომბრამდე;
117.42 ლარი - 2012 წლის 10 ნოემბრამდე;
117.42 ლარი - 2012 წლის 10 დეკემბრამდე;
117.42 ლარი - 2013 წლის 10 იანვრამდე;
117.46 ლარი - 2013 წლის 10 თებერვლამდე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
დ) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ივერია ინტერმედიასთვის“ გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ნინუა).
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ივერია ინტერმედიასთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის (გარდა გ) ქვეპუნქტისა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე), ხოლო მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე - კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე).
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი პუნქტის ა), ბ) და დ) ქვეპუნქტების, მე-2 და მე-3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
