წვდომის მენიუ

კომისიის 2012 წლის 20 იანვრის №73/23 და №74/23 გადაწყვეტილებებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების შეწყვეტისა და ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

ნომერი: 141 / 19

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 24, 2012

მიღების თარიღი თებერვალი 17, 2012

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/28-12, 12.01.2012წ.; №7/917-11, 13.12.2011წ.; №7/933-11, 16.12.2011წ.; №7/935-11, 19.12.2011წ.; №7/967-11, 27.12.2011წ.; №7/968-11, 27.12.2011წ. და №6/77-12, 12.01.2012წ. ) მომართეს შპს ”ახალმა ქსელებმა” და შპს ”ივერია ქსელმა” კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მოდიციფირების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ახალი ქსელები” ითხოვდა კუთვნილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N67  და № N68 ლიცენზიების მოდიფიცირებას, ხოლო შპს ”ივერია ქსელი” ითხოვდა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N107 ლიცენზიის მოდიფიცირებას.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 20 იანვრის №73/23 და №74/23 გადაწყვეტილებებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება:

ა) შპს ”ახალი ქსელების” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N67 და № N68  ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 07 ივლისის №300/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით.

ბ) შპს ”ივერია ქსელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N107  ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2007 წლის 12 ოქტომბრის № 575/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ  2012 წლის 1 თებერვალს ძალაში შევიდა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და ”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონებში განხორციელებული ცვლილებები, რომელთა შესაბამისად გაუქმდა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია და ლიცენზიის მაგივრად დადგინდა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების გათვალისწინებით, აღარ არსებობს ლიცენზიის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის საფუძელზე  მოდიფიცირების სამართლებრივი საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია, რომ უნდა შეწყდეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ახალი ქსელების” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N67 და № N68  ლიცენზიების მოდიფიცირებისა და შპს ”ივერია ქსელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N107  ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2012 წლის 20 იანვრის №73/23 და №74/23 გადაწყვეტილებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-2 ნაწილის დ) პუნქტის და მე-3 პუნქტის  შესაბამისად,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შეწყდეს კომისიის 2012 წლის 20 იანვრის N73/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება  ”შპს ”ახალი ქსელების” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N67 და № N68  ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის 2006 წლის 07 ივლისის №300/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით” და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2012 წლის 20 იანვრის N73/23 გადაწყვეტილება;

2. შეწყდეს კომისიის 2012 წლის 20 იანვრის N74/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ”შპს ”ივერია ქსელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N107  ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2007 წლის 12 ოქტომბრის № 575/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით” და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2012 წლის 20 იანვრის N74/23 გადაწყვეტილება;

3.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ. ნინუა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ”ახალი ქსელებისთვის” და შპს „ივერია ქსელისთვის“ გაგზავნა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ. N6) ერთი  თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების შპს ”ახალი ქსელებისთვის” და შპს „ივერია ქსელისთვის“ ჩაბარებისთანავე;                                       

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა). 

კომისიის წევრი                                                                                                ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                                ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                                ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                             კ. კვიტაიშვილი   

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები