საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის №08 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 24, 2012
მიღების თარიღი თებერვალი 17, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2012 წლის 17 თებერვლის №08 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–15 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2012 წლის 17 თებერვლის №08 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:
ა) შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ (მომხს. ი.მახარაძე).
ბ) სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ნ. ასპანიძე);
2. კომისიის 2012 წლის 17 თებერვლის №08 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
|
სოფიო ბრიტანჩუკი
|
|
კომისიის წევრი |
|
კარლო კვიტაიშვილი
|
|
კომისიის წევრი |
|
აკაკი სიხარულიძე
|
|
კომისიის წევრი |
|
ირაკლი მოსეშვილი |
