წვდომის მენიუ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 143 / 13

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 29, 2012

მიღების თარიღი თებერვალი 17, 2012

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ   საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ტექნოლოგიების და ტელეკომუნიკაციების მთავარმა  სამმართველომ კომისიას მიმართა განცხადებით №13/15/10-29ს, 12.09.11 (რეგისტრირებული №111, 14.09.11) და №13/5/52-37ს,  11.10.11 (რეგისტრირებული №112, 12.10.11), რადიოსარელეო სიხშირეების  მინიჭების მოთხოვნით.

    ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა კომისიასთან შეთანხმებით განსაზღვრავს რადიოსიხშირეებს, რომლებიც გამოიყენება სახელმწიფოს საჯარო ფუნქციების უზრუნველსაყოფად - სახელმწიფო თავდაცვის, უშიშროების და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებათა ჩასატარებლად.

      ვინაიდან  აღნიშნული ჯერ არ არის განსაზღვრული, კომისიას, მიზანშეწონილად მიაჩნია გამოყენებულ იქნას “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს  კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის შესაბამისად, “არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით გამოყენებისათვის”.

     “ელქტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 - ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274-ე და 30-ე მუხლების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით (N42,21.01.1997) დამტკიცებული ”სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთნებულ ცნობათა ნუსხის” მე-3 თავის 3.2.20 პუნქტის, “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად 

გადაწყვიტა: 

1.    მიენიჭოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რადიოსარელეო სიხშირეები   ამ  გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით,  ერთი წლის ვადით   2013 წლის  17 თებერვლამდე;

2.     საიდუმლოდ იქნას მიჩნეული წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი;

3.   აღირიცხოს საქართველოს  შინაგან საქმეთა   სამინისტროსთვის  მინიჭებული სიხშირეები  კომისიის საიდუმლო   დოკუმენტაციის სპეციალურ  რეესტრში    (ი.ხარებავა);

4. საქართველოს  კანონმდებლობის    ცვლილების    შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა  სამინისტროსთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას  მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6)   1 თვის ვადაში;   

6.   კონტროლი        აღნიშნული       გადაწყვეტილების        შესრულებაზე          დაევალოს რადიოსიხშირეთა   მართვის    დეპარტამენტს    (ს. შავგულიძე);

7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს შინაგან საქმეთა  სამინისტროსთვის ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                           ს. ბრიტანჩუკი

კომისიის    წევრი                                                                                კ. კვიტაიშვილი                      

კომისიის    წევრი                                                                               ა. სიხარულიძე

კომისიის    წევრი                                                                                ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები