ინდ. მეწარმე ”ბელა ბრეგვაძისთვის” სიხშირეების მინიჭების გაუქმებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 26 აპრილის № 199/13 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 24, 2012
მიღების თარიღი თებერვალი 17, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ ინდ. მეწარმე “ბელა ბრეგვაძემ” (რეგისტრირებული ქ. ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ № 139400020) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/79-12, 30.01.12) ქ. საჩხერესა და ქ. ჭიათურაში მეტრულ და დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონებში 151.125 მჰც, 156.850 მჰც, 405.575 მჰც, 410.775 მჰც სიხშირეების მინიჭების გაუქმების თაობაზე, რომლებიც მინიჭებული ჰქონდა კომისიის 2011 წლის 26 აპრილის № 199/13 გადაწყვეტილებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2011 წლის 26 აპრილის № 199/13 გადაწყვეტილება ცნობილ იქნას ძალადაკარგულად და გაუქმდეს ინდ. მეწარმე ”ბელა ბრეგვაძისთვის” ქ. საჩხერესა და ქ. ჭიათურაში 151.125 მჰც, 156.850 მჰც, 405.575 მჰც, 410.775 მჰც სიხშირეების მინიჭება;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი წინამდებარე გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ინდ. მეწარმე ”ბელა ბრეგვაძისთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
