წვდომის მენიუ

შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: 156 / 20

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 24, 2012

მიღების თარიღი თებერვალი 17, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2012 წლის 20 იანვარს კომისიას განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/340-12) მიმართა შპს „მაგთიკომმა“ კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების დამადასტურებელი ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის, ასევე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად,  გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

კომისიამ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადებები, აგრეთვე ამ განცხადებების საფუძველზე კომერციულ საიდუმლოებად საცნობი ხელშეკრულებები და მიიჩნია, რომ სს „სილქნეტის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებები სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, შინაარსობრივად შესაძლებელია ნაწილობრივ შეიცავდეს კომერციული საიდუმლოების მქონე ინფორმაციას, რადგან მის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები შეიცავს ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებებში ასახული სამაუწყებლო არხის/არხების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის პირობების შესახებ.

შპს „მაგთიკომის“ მიერ 2012 წლის 20 იანვრის (№6/340-12) განცხადებებით მოთხოვნილია შემდეგი ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობა:

ა) შპს „მაგთიკომსა“ და Al-Jazeera Media Network-ს შორის 2012 წლის 11 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება (01.06.2011–31.05.2012) სამაუწყებლო არხი Al-Jazeera–ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

ბ) შპს „მაგთიკომსა“ და BBC Worldwide Limted-ს შორის 2012 წლის 12 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება (16.01.2012–15.01.2015, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხი BBC Entertainment–ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

გ) შპს „მაგთიკომსა“ და BBC World Distribution Limted-ს შორის 2012 წლის 18 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება (16.01.2012–15.01.2015) სამაუწყებლო არხი BBC World News–ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

დ) შპს „მაგთიკომსა“ და Business News (Europe) Partnership-ს 2011 წლის 28 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (01.01.2012–31.12.2013, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხი CNBC-ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

ე) შპს „მაგთიკომსა“ და Turner Broadcasting System Europe Limited-ს შორის 2011 წლის 14 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (01.01.2012–31.12.2014, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხების CNN, Cartoon Network და Boomerang-ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

ვ) შპს „მაგთიკომსა“ და Discovery Communications Europe Limited-ს შორის 2011 წლის 14 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (01.12.2011–30.11.2016) სამაუწყებლო არხების Discovery Channel, Animal Planet, TLC, Discovery Science, Discovery World, ID: Investigation Discovery, Discovery HD Showcase და Animal Planet HD-ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

ზ) შპს „მაგთიკომსა“ და შპს „TV Medianet“–ს შორის 2011 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (15.12.2011–31.12.2013) სამაუწყებლო არხი English Club TV-ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

თ) შპს „მაგთიკომსა“ და  FTV Programmgeselschaftmbh-ს შორის 2011 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (01.01.2012–01.01.2014, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხი Fashion TV-ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

ი) შპს „მაგთიკომსა“ და შპს „სიენეი ჯორჯიას“ შორის 2012 წლის 1 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება (01.01.2012–31.12.2012) სამაუწყებლო არხები RTVi, Shanson TV, Наше Кино, Мир Сериала, Детский Мир და Телеклуб-ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

კ) შპს „მაგთიკომსა“ და საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს  შორის 2011 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (15.12.2012–01.01.2014) სამაუწყებლო არხი Travel Channel-ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

ლ) შპს „მაგთიკომსა“ და ЗАО „Телекомпания Стрим“–ს შორის 2011 წლის 26 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება (20.12.2011–31.12.2012) სამაუწყებლო არხები Драив, Здоровое Телевидение და  Охота и Рыбалка-ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

მ) შპს „მაგთიკომსა“ და შპს „სტეპკომს“ შორის 2011 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (15.12.2012–15.12.2012) სამაუწყებლო არხები India TV, Русская Ночь, Боец ТВ,  Комедия ТВ, Кухня ТВ, Интересное ТВ, Авто Плюс ТВ, 365 Дней ТВ, Иллюзион +, Еврокино, Bridge TV და  Феникс+ Кино-ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

ნ) შპს „მაგთიკომსა“ და ООО „Творческое Производственное Предприятие Видео-Кино-Телевидение“–ს შორის 2011 წლის 28 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (01.12.2011–31.12.2012) სამაუწყებლო არხი Кто Есть Кто–ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

ო) შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ევროკონტენტს“ შორის 2011 წლის 1 დეკემერბს გაფორმებული ხელშეკრულება (01.12.2011–31.12.2013) სამაუწყებლო არხების НАШ ФУТБОЛ და КИНО ПЛЮС–ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

პ) შპს „მაგთიკომსა“ და ООО „Творческое Производственное Предприятие Видео-Кино-Телевидение“–ს შორის 2011 წლის 28 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (01.12.2011–31.12.2012) სამაუწყებლო არხი ЭГОИСТ ТВ–ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან ზემოაღნიშნული ხელშეკრულებები შეიცავს, როგორც ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებებში ასახული სამაუწყებლო არხის/არხების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის პირობების შესახებ, კომისიის აზრით, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შპს „მაგთიკომის“ 2012 წლის 20 იანვრის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №6/340-12) უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გასათვალისწინებელია, რომ შპს „მაგთიკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების ზემოაღნიშნული ნაწილების საჯაროდ დატოვებამ,  შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.

 ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაკმაყოფილდეს შპს „მაგთიკომის“ 2012 წლის 20 იანვრის განცხადება (№6/340-12) ნაწილობრივ:

ა) ცნობილ იქნას შპს „მაგთიკომსა“ და Al-Jazeera Media Network-ს შორის 2012 წლის 11 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება (01.06.2011–31.05.2012) სამაუწყებლო არხი Al-Jazeera–ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, შპს „მაგთიკომის“კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ეს ხელშეკრულება ცნობილ იქნას ღიად;

ბ) ცნობილ იქნას შპს „მაგთიკომსა“ და BBC Worldwide Limted-ს შორის 2012 წლის 12 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება (16.01.2012–15.01.2015, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხი BBC Entertainment–ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, შპს „მაგთიკომის“კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ეს ხელშეკრულება ცნობილ იქნას ღიად;

გ) ცნობილ იქნას შპს „მაგთიკომსა“ და BBC World Distribution Limted-ს შორის 2012 წლის 18 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება (16.01.2012–15.01.2015) სამაუწყებლო არხი BBC World News–ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, შპს „მაგთიკომის“ კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ეს ხელშეკრულება ცნობილ იქნას ღიად;

დ) ცნობილ იქნას შპს „მაგთიკომსა“ და Business News (Europe) Partnership-ს 2011 წლის 28 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (01.01.2012–31.12.2013, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხი CNBC-ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, შპს „მაგთიკომის“კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ეს ხელშეკრულება ცნობილ იქნას ღიად;

ე) ცნობილ იქნას შპს „მაგთიკომსა“ და Turner Broadcasting System Europe Limited-ს შორის 2011 წლის 14 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (01.01.2012–31.12.2014, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხების CNN, Cartoon Network და Boomerang-ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, შპს „მაგთიკომის“კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ეს ხელშეკრულება ცნობილ იქნას ღიად;

ვ) ცნობილ იქნას შპს „მაგთიკომსა“ და Discovery Communications Europe Limited-ს შორის 2011 წლის 14 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (01.12.2011–30.11.2016) სამაუწყებლო არხების Discovery Channel, Animal Planet, TLC, Discovery Science, Discovery World, ID: Investigation Discovery, Discovery HD Showcase და Animal Planet HD-ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, შპს „მაგთიკომის“კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ეს ხელშეკრულება ცნობილ იქნას ღიად;;

ზ) ცნობილ იქნას შპს „მაგთიკომსა“ და შპს „TV Medianet“–ს შორის 2011 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (15.12.2011–31.12.2013) სამაუწყებლო არხი English Club TV-ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;

თ) ცნობილ იქნას შპს „მაგთიკომსა“ და  FTV Programmgeselschaftmbh-ს შორის 2011 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (01.01.2012–01.01.2014, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხი Fashion TV-ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, შპს „მაგთიკომის“კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ეს ხელშეკრულება ცნობილ იქნას ღიად;

ი) ცნობილ იქნას შპს „მაგთიკომსა“ და შპს „სიენეი ჯორჯიას“ შორის 2012 წლის 1 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება (01.01.2012–31.12.2012) სამაუწყებლო არხები RTVi, Shanson TV, Наше Кино, Мир Сериала, Детский Мир და Телеклуб-ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, შპს „მაგთიკომის“კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ეს ხელშეკრულება ცნობილ იქნას ღიად;

კ) ცნობილ იქნას შპს „მაგთიკომსა“ და საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირს  შორის 2011 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (15.12.2012–01.01.2014) სამაუწყებლო არხი Travel Channel-ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, შპს „მაგთიკომის“კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ეს ხელშეკრულება ცნობილ იქნას ღიად;

ლ) ცნობილ იქნას შპს „მაგთიკომსა“ და ЗАО „Телекомпания Стрим“–ს შორის 2011 წლის 26 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება (20.12.2011–31.12.2012) სამაუწყებლო არხები Драив, Здоровое Телевидение და Охота и Рыбалка-ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, შპს „მაგთიკომის“კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ეს ხელშეკრულება ცნობილ იქნას ღიად;

მ) ცნობილ იქნას შპს „მაგთიკომსა“ და შპს „სტეპკომს“ შორის 2011 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (15.12.2012–15.12.2012) სამაუწყებლო არხები India TV, Русская Ночь, Боец ТВ,  Комедия ТВ, Кухня ТВ, Интересное ТВ, Авто Плюс ТВ, 365 Дней ТВ, Иллюзион +, Еврокино, Bridge TV და  Феникс+ Кино-ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, შპს „მაგთიკომის“კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ეს ხელშეკრულება ცნობილ იქნას ღიად;

ნ) ცნობილ იქნას შპს „მაგთიკომსა“ და ООО „Творческое Производственное Предприятие Видео-Кино-Телевидение“–ს შორის 2011 წლის 28 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (01.12.2011–31.12.2012) სამაუწყებლო არხი Кто Есть Кто–ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, შპს „მაგთიკომის“კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ეს ხელშეკრულება ცნობილ იქნას ღიად;

ო) ცნობილ იქნას შპს „მაგთიკომსა“ და შპს „ევროკონტენტს“ შორის 2011 წლის 1 დეკემერბს გაფორმებული ხელშეკრულება (01.12.2011–31.12.2013) სამაუწყებლო არხების НАШ ФУТБОЛ და КИНО ПЛЮС–ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, შპს „მაგთიკომის“კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ეს ხელშეკრულება ცნობილ იქნას ღიად;

პ) ცნობილ იქნას შპს „მაგთიკომსა“ და ООО „Творческое Производственное Предприятие Видео-Кино-Телевидение“–ს შორის 2011 წლის 28 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (01.12.2011–31.12.2012) სამაუწყებლო არხი ЭГОИСТ ТВ–ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, შპს „მაგთიკომის“კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ეს ხელშეკრულება ცნობილ იქნას ღიად;

2. ინფორმაცია შპს „მაგთიკომის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „მაგთიკომის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არა დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მაგთიკომისათვის“ დაუყონებლივ გაგზავნა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „მაგთიკომისათვის“ ჩაბარების დღიდან.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6) ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);

კომისიის წევრი                                                                        ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                        . კვიტაიშვილი 

კომისიის წევრი                                                                        . სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                       . მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები