საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის №10 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 12, 2012
მიღების თარიღი მარტი 06, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2012 წლის 06 მარტის №10 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–16 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს კომისიის 2012 წლის 06 მარტის №10 სხდომის დღის წესრიგის პროექტის 33-ე სკითხის (შპს „სუპერ ტვ“–ს სანქცირების თაობაზე) განხილვა მ/წლის 23 მარტს, 16:00 საათზე, დამატებითი შესწავლის მიზნით;
2. კომისიის 2012 წლის 06 მარტის №10 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის წევრი |
|
სოფიო ბრიტანჩუკი |
|
კომისიის წევრი |
|
კარლო კვიტაიშვილი |
|
კომისიის წევრი |
|
აკაკი სიხარულიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ირაკლი მოსეშვილი |
