წვდომის მენიუ

„რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №854/8 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 159 / 19

გამოქვეყნების თარიღი მარტი 12, 2012

მიღების თარიღი მარტი 06, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №854/8 გადაწყვეტილებით გამოცხადდა აუქციონი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა)  სტუდია (ქ. თბილისი ალ.ყაზბეგის გამზ. №47)  - მთაწმინდის სატელევიზიო ანძა, სიხშირე - 14399 მჰც ± 14მჰც (ზოლის სიგანე 28მჰც), სიმძლავრე - 1 ვატი, გადამცემი სადგურების რაოდენობა – 1 სადგური; ბ)  მთაწმინდის სატელევიზიო ანძა - ტაბახმელა (შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ სადგური), სიხშირე - 14429 მჰც ± 14მჰც (ზოლის სიგანე 28მჰც), სიმძლავრე - 1 ვატი, გადამცემი სადგურების რაოდენობა – 1 სადგური; გ)  მობილური სადგური - მთაწმინდის სატელევიზიო ანძა სიხშირე - 4153 მჰც ± 14მჰც (ზოლის სიგანე 28მჰც), სიმძლავრე - 1 ვატი, გადამცემი სადგურების რაოდენობა – 1 სადგური; დ)  მთაწმინდის სატელევიზიო ანძა -  სტუდია (ქ. თბილისი ალ.ყაზბეგის №47), სიხშირე - 14559 მჰც ± 14მჰც (ზოლის სიგანე 28მჰც), სიმძლავრე - 1 ვატი, გადამცემი სადგურების რაოდენობა – 1 სადგური.

აუქციონის  ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2012 წლის 31 იანვარი, 13:00 საათი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 10 თებერვლის №140/19 გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №854/8 გადაწყვეტილებაში და აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2012 წლის 24 თებერვლის 16:00 საათი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. გამომდინარე იქიდან, რომ კომისია შედგება 5 მოქმედი წევრისგან, ხოლო კომისიის 2012 წლის 24 თებერვლის სააუქციონო სხდომას ესწრებოდა კომისიის მხოლოდ ორი წევრი, სააუქციონო სხდომა ვერ ჩატარდა კვორუმის არ არსებობის გამო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა შევიდეს ცვლილება „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №854/8 გადაწყვეტილებაში და აუქციონის ჩატარების თარიღად უნდა განისაზღვროს 2012 წლის 16 მარტი.

,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე და 105-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №854/8 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აუქციონის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2012 წლის 16 მარტი 16:00 საათი;“

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე) აცნობოს აუქციონში მონაწილე ლიცენზიის მაძიებელს - შპს „იგრიკას“ აუქციონის ჩატარების თარიღის თაობაზე;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება ინტერნეტში, კომისიის გვერდზე;

4.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზედ გამოცხადებისთანავე;

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის წევრები:                                                                ს.ბრიტანჩუკი   

                                                                                                            კ.კვიტაიშვილი                                    

ა.სიხარულიძე

                                                                                                                        ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები