შპს ”გლობალ სექიურითისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 13 იანვრის № 35/7 გადაწყვეტილებაში ცვლილებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 15, 2012
მიღების თარიღი მარტი 06, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”გლობალ სექიურითმა” (რეგისტრირებული თბილისის კრწანისი-მთაწმინდის სასამართლოს მიერ, რეგ. № 06/4-1807ა; ს.კ. № 204468343) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/89-12; 02.02.2012) ქ. თბილისში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში მინიჭებული სიხშირის შეცვლის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 13 იანვრის N 35/7 გადაწყვეტილებით შპს ”გლობალ სექიურითს” მიეცა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 143 ნებართვა და მიენიჭა 155.850 მჰც, 415.625 მჰც და 420.825 მჰც სიხშირეები ქ. თბილისში, ერთი წლის ვადით. ამ გადაწყვეტილებით მინიჭებული 155.850 მჰც სიხშირე არ შეესაბამება შპს ”გლობალ სექიურითის” მიერ შეძენილი აპარატურის ტექნიკურ პარამეტრებს, რის შესაბამისადაც შპს ”გლობალ სექიურითმა” მოითხოვა მისთვის მინიჭებული სიხშირის შეცვლა.
კომისია აღნიშნავს, რომ განიხილა ზემოაღნიშნული საკითხი და შესაძლებლად მიაჩნია შპს ”გლობალ სექიურითისთვის” ქ. თბილისში მინიჭებული 155.850 მჰც სიხშირის შეცვლა 166.925 მჰც სიხშირით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება შპს ”გლობალ სექიურითისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ კომისიის 2012 წლის 13 იანვრის № 35/7 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”1. მიეცეს შპს ”გლობალ სექიურითს” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 143 ნებართვა და მიენიჭოს 166.925 მჰც, 415.625 მჰც და 420.825 მჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც)
ქ. თბილისში, ერთი წლის ვადით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;”
2. აღირიცხოს შპს ”გლობალ სექიურითისთვის” ნებართვით მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი თვის ვადაში;
4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”გლობალ სექიურითისთვის” ჩაბარებისთანავე.
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
