წვდომის მენიუ

შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ

ნომერი: 178 / 20

გამოქვეყნების თარიღი მარტი 13, 2012

მიღების თარიღი მარტი 06, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2012 წლის 20 და 22 თებერვალს კომისიას განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/867-12, №6/982-12) მიმართა შპს „გლობალ მედია ჯგუფმა“ კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი უეფას ევროპის ლიგის მატჩებისა და მხატვრული ფილმების საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო ჩვენების უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად,  გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების ნაწილი გულისხმობს სატელევიზიო ჩვენების ექსკლუზიურ უფლებას საქართველოს ტერიტორიაზე.

შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მიერ 2012 წლის 20 და 22 თებერვლის განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/867-12, №6/982-12) მოთხოვნილია შემდეგი ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობა:

ა) შპს „გლობალ მედია ჯგუფსა“ და „Senior Company Limited“-ს შორის 2012 წლის 5 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება (01.01.2012–31.12.2012) მხატვრული ფილმების - „10 Items or less“, „Haeundae“, „Amadeus“, „Les Aristos“, „Redacted“, „Mosquito Coast“, „Fighting Tommy Riley“, „Cherry Crush“, „Veronika Decides To Die“, „Dark Streets“, „Blast“, „Alpha Male“, „The Duchess“, „The Eye 2“, „Goemon“, „Love The Hard Way“, „City Of Men“, „Mr. Nobody“, „Dallas 362“, „Darfur“, „La Fille De Monaco“, „Confessions Of A Sociopatic Social Climber“, „Eloise“, „Diary Of A Sex Addict“, „Dorian Gray“, „The Woodsman“, „The Other Man“, „After Life“, „Breakfast On Pluto“, „Afterwards“, „Foolproof“, „Perfect Creature“, „Every Day“, „Chalet Girl“, „How To Loose People And Alienate People“, „The Death Card“, „Whip It“, „Coco Avant Chanel“, „Van Wilder 2: The Rise Of The Taj“, „L’Auberge Rouge“, „Largo Winch“, „The Black Woods“, „Moon“, „Broken English“, „Sherrybaby“, „Mother And Child“, „Hot Tub Time Machine“, „Boat Trip“, „No Te Retourne Pas“, „The Unbearable Lightness Of Being“, „Ripple Effect“, „Owning Mahowny“, „Park Benches Bancs Publics“, „Ong Bak-2“, „Ong Bak-3“, „Little Ashes“, „Open Window“, „Cash“, „The Broken“, „Loaded“, „Winged Creatures“, „The Warlords“, ‘Big Nothing“, „P.S. I Love You“, „The Haunting of Molly Hartley“, „El Orfanto“, „A Little Trip To Heaven“, „One Flew Over The Cuckoo’s Nest, Shrink“, „Eden Lake“, „World’s Greatest Dad“, „The Best Man“, „The Deal“, „Sex & Drugs & Rock & Roll“, „The Joneses“, „Sisters“, „Cake Eaters“, „The Dog Problem“, „The Descent“, „The Descent Part 2“, „Crash, Stone“, „Edmond“, „Timer“, „The Riddle“, „Une Vielle Maitresse“, „Tetro“, „The Marsh“, „You Kill Me“, „The Banquet“, „Far Cry“, „The Private Lives of Pippa Lee“, „Exam, Pauly Shore is Dead“ - საქართველოს ტერიტორიაზე არაექსკლუზიური ჩვენების უფლების შესახებ;

ბ) შპს „გლობალ მედია ჯგუფსა“ და „Union Des Associations Europeennes De Football“–ს შორის 2012 წლის 16 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება (16.02.2012–30.06.2012) უეფას ევროპის ლიგის მატჩების  საქართველოს ტერიტორიაზე ექსკლუზიური ჩვენების შესახებ;

კომისიამ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადებები, აგრეთვე ამ განცხადებების საფუძველზე კომერციულ საიდუმლოებად საცნობი ხელშეკრულებები და მიიჩნია, რომ შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი „Senior Company Limited“–თან 2012 წლის 5 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც გულისხმობს სატელევიზიო ჩვენების არაექსკლიუზიურ უფლებას შინაარსობრივად შესაძლებელია ნაწილობრივ შეიცავდეს კომერციული საიდუმლოების მქონე ინფორმაციას, რადგან მის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულება შეიცავს ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებაში ასახული მხატვრული ფილმების საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების პირობების შესახებ; რაც შეეხება შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ „Union Des Associations Europeennes De Football“–თან 2012 წლის 16 თებერვალს გაფორმებულ  ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს სატელევიზიო ჩვენების ექსკლიუზიურ უფლებას, კომისიამ მიიჩნია, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებაში კომერციულ საიდუმლოებად შეიძლება მიჩნეული იყოს მხოლოდ კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების შესახებ ინფორმაცია.

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან ზემოაღნიშნული ხელშეკრულებები შეიცავს, როგორც ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, ასევე მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების შესახებ, კომისიის აზრით, შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ 2012 წლის 20 და 22 თებერვლის განცხადებები (კომისიაში რეგისტრაციის №6/867-12, №6/982-12) უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ვინაიდან შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების ზემოაღნიშნული ნაწილების საჯაროდ დატოვებამ,  შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს საჯარო რეესტრში.

 ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაკმაყოფილდეს შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ 2012 წლის 20 და 22 თებერვალის განცხადებები (№6/867-12, №6/982-12) ნაწილობრივ:

ა) ცნობილ იქნას შპს „გლობალ მედია ჯგუფსა“ და Senior Company Limited-ს შორის 2012 წლის 5 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება (01.01.2012–31.12.2012) მხატვრული ფილმების - „10 Items or less“, „Haeundae“, „Amadeus“, „Les Aristos“, „Redacted“, „Mosquito Coast“, „Fighting Tommy Riley“, „Cherry Crush“, „Veronika Decides To Die“, „Dark Streets“, „Blast“, „Alpha Male“, „The Duchess“, „The Eye 2“, „Goemon“, „Love The Hard Way“, „City Of Men“, „Mr. Nobody“, „Dallas 362“, „Darfur“, „La Fille De Monaco“, „Confessions Of A Sociopatic Social Climber“, „Eloise“, „Diary Of A Sex Addict“, „Dorian Gray“, „The Woodsman“, „The Other Man“, „After Life“, „Breakfast On Pluto“, „Afterwards“, „Foolproof“, „Perfect Creature“, „Every Day“, „Chalet Girl“, „How To Loose People And Alienate People“, „The Death Card“, „Whip It“, „Coco Avant Chanel“, „Van Wilder 2: The Rise Of The Taj“, „L’Auberge Rouge“, „Largo Winch“, „The Black Woods“, „Moon“, „Broken English“, „Sherrybaby“, „Mother And Child“, „Hot Tub Time Machine“, „Boat Trip“, „No Te Retourne Pas“, „The Unbearable Lightness Of Being“, „Ripple Effect“, „Owning Mahowny“, „Park Benches Bancs Publics“, „Ong Bak-2“, „Ong Bak-3“, „Little Ashes“, „Open Window“, „Cash“, „The Broken“, „Loaded“, „Winged Creatures“, „The Warlords“, ‘Big Nothing“, „P.S. I Love You“, „The Haunting of Molly Hartley“, „El Orfanto“, „A Little Trip To Heaven“, „One Flew Over The Cuckoo’s Nest, Shrink“, „Eden Lake“, „World’s Greatest Dad“, „The Best Man“, „The Deal“, „Sex & Drugs & Rock & Roll“, „The Joneses“, „Sisters“, „Cake Eaters“, „The Dog Problem“, „The Descent“, „The Descent Part 2“, „Crash, Stone“, „Edmond“, „Timer“, „The Riddle“, „Une Vielle Maitresse“, „Tetro“, „The Marsh“, „You Kill Me“, „The Banquet“, „Far Cry“, „The Private Lives of Pippa Lee“, „Exam, Pauly Shore is Dead“ - საქართველოს ტერიტორიაზე არაექსკლუზიური ჩვენების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებებში ასახული მხატვრული ფილმების საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების პირობების ნაწილში,  შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ კომერციულ საიდუმლოებად;

ბ) უეფას ევროპის ლიგის მატჩების საქართველოს ტერიტორიაზე ექსკლუზიური ჩვენების შესახებ შპს „გლობალ მედია ჯგუფსა“ და Des Associations Europeennes De Football–ს შორის 2012 წლის 16 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების (16.02.2012–30.06.2012) მე–2 მუხლი ცნობილ იქნას შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ კომერციულ საიდუმლოებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში ეს ხელშეკრულება ცნობილ იქნას ღიად;

2. ინფორმაცია შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „გლობალ მედია ჯგუფის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არა დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ. ნინუა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „გლობალ მედია ჯგუფისათვის“ დაუყონებლივ გაგზავნა;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „გლობალ მედია ჯგუფისათვის“ ჩაბარების დღიდან.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6) ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);

კომისიის წევრი                                                                        ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                        . კვიტაიშვილი 

კომისიის წევრი                                                                        . სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                       . მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები