ააიპ „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 13, 2012
მიღების თარიღი მარტი 06, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2012 წლის 17 იანვარს კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №6/177-12) მიმართა ააიპ „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირმა“ კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების დამადასტურებელი ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.
კომისიამ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, აგრეთვე ამ განცხადების საფუძველზე კომერციულ საიდუმლოებად საცნობი ხელშეკრულებები და მიიჩნია, რომ ააიპ „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებები სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, შინაარსობრივად შესაძლებელია ნაწილობრივ შეიცავდეს კომერციული საიდუმლოების მქონე ინფორმაციას, რადგან მის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები შეიცავს ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებებში ასახული სამაუწყებლო არხის/არხების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის პირობების შესახებ.
საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ 2012 წლის 17 იანვრის (№6/177-12) განცხადებით მოთხოვნილია შემდეგი ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობა:
ა) ააიპ „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა“ და Deutsche Welle-ს შორის 2009 წლის 1 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება (01.05.2009–01.05.2012) სამაუწყებლო არხი „Deutsche Welle“–ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;
ბ) ააიპ „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა“ და Travel Channel International Limited–ს შორის 2010 წლის 1 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება (01.01.2010–01.01.2013) სამაუწყებლო არხი „Travel Channel“–ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;
გ) ააიპ „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა“ და ООО „TV-21“-ს შორის 2008 წლის 31 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება (03.02.2008–03.02.2011, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხი „TV-21“–ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;
დ) ააიპ „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა“ და ООО „Уорлд Фешн Ченал“-ს შორის 2009 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (01.12.2009–01.12.2010, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხი „World Fashion Channel“-ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;
ე) ააიპ „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა“ და ООО „Контент Юнион Джуниор“–ს შორის 2011 წლის 12 მაისს გაფორმებული ხელშეუკრულება (მოქმედების ვადა 01.06.2011-31.12.2012, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხი „Телеканал Детский“–ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;
ვ) ააიპ „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა“ და ООО „Контент Юнион Дистрибьюшн“–ს შორის 2010 წლის 22 აპრილს გაფორმებული ხელშეუკრულება (მოქმედების ვადა 01.05.2010-01.05.2012, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხი „Еврокино“–ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;
ზ) ააიპ „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა“ და ООО “Контент Юнион Зоо”- ს შორის 2009 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული ხელშეუკრულება (მოქმედების ვადა 01.01.2010-31.12.2011, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხი „Зоопарк“–ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;
თ) ააიპ „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა“ და ООО „Контент Юнион Синема“–ს შორის 2011 წლის 19 მაისს გაფორმებული ხელშეუკრულება (მოქმედების ვადა 01.06.2011-31.12.2012, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხი „Иллюзион +“–ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;
ი) ააიპ „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა“ და „Виа Фильм Ворлдваид Лимитед“–ს შორის 2011 წლის 1 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულება (01.10.2011–30.09.2014, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხის „Интер+“ საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;
კ) ააიპ „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა“ და Всероссийская Государственная Телевизионная и Радиовещательная Компания–ს შორის 2009 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება (01.08.2009–31.07.2010, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხი „Культура“–ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;
ლ) ააიპ „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა“ და ООО „Феникс-Тверь“–ს შორის 2011 წლის 29 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება (15.04.2011–31.12.2011, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხი „Феникс+ Кино“–ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;
მ) ააიპ „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა“ და ООО „Феникс-Тверь“–ს შორის 2011 წლის 25 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება (01.05.2011–31.12.2011, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხი „Оружие“–ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;
ნ) ააიპ „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა“ და Music Box Television Ltd.-ს შორის 2009 წლის 1 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (01.09.2009–01.09.2010, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხების „Юмор ТВ“, „Music Box TV“ და „Music Box Ru“–ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;
ო) ააიპ „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა“ და ООО АртМедиа Маркт–ს შორის 2011 წლის 1 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება (01.06.2011–31.12.2013) სამაუწყებლო არხი „24 Техно“-ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ;
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან ზემოაღნიშნული ხელშეკრულებები შეიცავს, როგორც ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებებში ასახული სამაუწყებლო არხის/არხების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის პირობების შესახებ, კომისიის აზრით, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ააიპ „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ 2012 წლის 17 იანვრის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №6/177-12) უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გასათვალისწინებელია, რომ ააიპ „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების ზემოაღნიშნული ნაწილების საჯაროდ დატოვებამ, შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს საქართველოს ააიპ „საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ 2012 წლის 17 იანვრის განცხადება (№6/177-12) ნაწილობრივ:
ა) ცნობილ იქნას ააიპ „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა“ და Deutsche Welle-ს შორის 2009 წლის 1 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება (01.05.2009–01.05.2012) სამაუწყებლო არხი „Deutsche Welle“–ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებაში ასახული სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების პირობების ნაწილში, ააიპ „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ კომერციულ საიდუმლოებად;
ბ) ცნობილ იქნას ააიპ „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა“ და Travel Channel International Limited–ს შორის 2010 წლის 1 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება (01.01.2010–01.01.2013) სამაუწყებლო არხი „Travel Channel“–ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებაში ასახული სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების პირობების ნაწილში, ააიპ „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ კომერციულ საიდუმლოებად;
გ) ცნობილ იქნას ააიპ „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა“ და ООО „TV-21“-ს შორის 2008 წლის 31 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება (03.02.2008–03.02.2011, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხი „TV-21“–ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებაში ასახული სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების პირობების ნაწილში, ააიპ „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ კომერციულ საიდუმლოებად;
დ) ცნობილ იქნას ააიპ „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა“ და ООО „Уорлд Фешн Ченал“-ს შორის 2009 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (01.12.2009–01.12.2010, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხი „World Fashion Channel“-ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებაში ასახული სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების პირობების ნაწილში, ააიპ „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ კომერციულ საიდუმლოებად;
ე) ცნობილ იქნას ააიპ „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა“ და ООО „Контент Юнион Джуниор“–ს შორის 2011 წლის 12 მაისს გაფორმებული ხელშეუკრულება (მოქმედების ვადა 01.06.2011-31.12.2012, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხი „Телеканал Детский“–ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებაში ასახული სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების პირობების ნაწილში, ააიპ „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ კომერციულ საიდუმლოებად;
ვ) ცნობილ იქნას ააიპ „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა“ და ООО „Контент Юнион Дистрибьюшн“–ს შორის 2010 წლის 22 აპრილს გაფორმებული ხელშეუკრულება (მოქმედების ვადა 01.05.2010-01.05.2012, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხი „Еврокино“–ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებაში ასახული სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების პირობების ნაწილში, ააიპ „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ კომერციულ საიდუმლოებად;
ზ) ცნობილ იქნას ააიპ „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა“ და ООО “Контент Юнион Зоо”- ს შორის 2009 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული ხელშეუკრულება (მოქმედების ვადა 01.01.2010-31.12.2011, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხი „Зоопарк“–ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებაში ასახული სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების პირობების ნაწილში, ააიპ „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ კომერციულ საიდუმლოებად;
თ) ცნობილ იქნას ააიპ „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა“ და ООО „Контент Юнион Синема“–ს შორის 2011 წლის 19 მაისს გაფორმებული ხელშეუკრულება (მოქმედების ვადა 01.06.2011-31.12.2012, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხი „Иллюзион +“–ის საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებაში ასახული სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების პირობების ნაწილში, ააიპ „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ კომერციულ საიდუმლოებად;
ი) ცნობილ იქნას ააიპ „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა“ და Виа Фильм Ворлдваид Лимитед–ს შორის 2011 წლის 1 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულება (01.10.2011–30.09.2014, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხის „Интер+“ საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებაში ასახული სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების პირობების ნაწილში, ააიპ „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ კომერციულ საიდუმლოებად;
კ) ცნობილ იქნას ააიპ „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა“ და Всероссийская Государственная Телевизионная и Радиовещательная Компания–ს შორის 2009 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება (01.08.2009–31.07.2010, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხი „Культура“–ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებაში ასახული სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების პირობების ნაწილში, ააიპ „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ კომერციულ საიდუმლოებად;
ლ) ცნობილ იქნას ააიპ „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა“ და ООО Феникс-Тверь–ს შორის 2011 წლის 29 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება (15.04.2011–31.12.2011, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხი „Феникс+ Кино“–ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებაში ასახული სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების პირობების ნაწილში, ააიპ „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ კომერციულ საიდუმლოებად;
მ) ცნობილ იქნას ააიპ „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა“ და ООО Феникс-Тверь–ს შორის 2011 წლის 25 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება (01.05.2011–31.12.2011, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხი „Оружие“–ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებაში ასახული სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების პირობების ნაწილში, ააიპ „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ კომერციულ საიდუმლოებად;
ნ) ცნობილ იქნას ააიპ „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა“ და Music Box Television Ltd.-ს შორის 2009 წლის 1 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (01.09.2009–01.09.2010, ავტომატური გაგრძელებით) სამაუწყებლო არხების „Юмор ТВ“, „Music Box TV“ და „Music Box Ru“–ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებაში ასახული სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების პირობების ნაწილში, ააიპ „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ კომერციულ საიდუმლოებად;
ო) ცნობილ იქნას ააიპ „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირსა“ და ООО АртМедиа Маркт–ს შორის 2011 წლის 1 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება (01.06.2011–31.12.2013) სამაუწყებლო არხი „24 Техно“-ს საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ, კომპანიის მიერ გადასახდელი თანხების, მხარეთა ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების, ასევე ხელშეკრულებაში ასახული სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების პირობების ნაწილში, ააიპ „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ კომერციულ საიდუმლოებად;
2. ინფორმაცია ააიპ „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს ააიპ „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არა დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ. ნინუა) აღნიშნული გადაწყვეტილების ააიპ „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირისათვის“ დაუყონებლივ გაგზავნა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის ააიპ „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირისათვის“ ჩაბარების დღიდან.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
