წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 28 აპრილის №172/22 გადაწყვეტილებასა და ამავე გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესში” დამატებები

ნომერი: 183 / 19

გამოქვეყნების თარიღი მარტი 13, 2012

მიღების თარიღი მარტი 06, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2006 წლის 28 აპრილის №172/22 გადაწყვეტილებით დამტკიცდა ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი”, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცედურები და აღნიშნული პროცედურების განმახორციელებელი კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულების ჩამონათვალი.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ 2012 წლის 1 თებერვალს ძალაში შევიდა ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონი, რომლის შესაბამისადაც გაუქმდა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია და შემოღებულ იქნა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა.

შესაბამისად, კომისიას, როგორც ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს განესაზღვრა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის ვალდებულება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის საფუძველზე. 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისია მიიჩნევს, რომ საჭიროა ცვლილებებისა და დამატებების განხორციელება კომისიის 2006 წლის 28 აპრილის №172/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესში”.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 56-ე პუნქტის და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

:

1. კომისიის 2006 წლის 28 აპრილის №172/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის”:

ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის დ) ქვეპუნქტი:

”დ) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოწმობა.”

ბ) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-4 პუნქტი:

”4. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოწმობების შევსებას და რეგისტრაციას სარეგისტრაციო ჟურნალში (დანართი 6) ახორციელებს  ადმინისტრაციული დეპარტამენტი.”

2. კომისიის 2006 წლის 28 აპრილის №172/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესში” შევიდეს შემდეგი შინაარსის ცვლილებები:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”1. „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს N 669 ბრძანების  შესაბამისად, კომისია ვალდებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რეგისტრაციისთვის წარუდგინოს მის მიერ გამოყენებული ან გამოსაყენებელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშები (პროექტები);”

ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”2. სალიცენზიო მოწმობები გაიცემა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის, კერძო მაუწყებლობისა და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებათა საფუძველზე;”

გ) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”4. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სალიცენზიო მოწმობა შეიცავს: ლიცენზიის ნომერს, ლიცენზიით მინიჭებულ რადიოსიხშირულ სპექტრს, ლიცენზიის მფლობელის დასახელებას, ლიცენზიის მფლობელის სარეგისტრაციო მონაცემებს, ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიულ ზონას, სალიცენზიო ვალდებულებებს, ლიცენზიის გაცემის თარიღს, ლიცენზიის მოქმედების ვადას;”

დ) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”5. სანებართვო მოწმობები გაიცემა რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებათა საფუძველზე;”

ე) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”6. რადიოსიხშირული სპექტრით და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოწმობა შეიცავს: ნებართვის ნომერს, ნებართვის სახეს, ნებართვის მფლობელის დასახელებას, ნებართვის მფლობელის სარეგისტრაციო მონაცემებს, ნებართვით მინიჭებულ რადიოსიხშირულ სპექტრს/ნუმერაციის რესურსს, ნებართვით სარგებლობის გეოგრაფიულ ზონას, სანებართვო პირობებს, ნებართვის გაცემის თარიღს და ნებართვის მოქმედების ვადას;”

ვ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”4. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვას ენიჭება კოდი N და შემდეგ ინომრება რიგითობის მიხედვით – 1; 2; 3; და ა.შ.”

ზ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”სამაუწყებლო, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სალიცენზიო და რადიოსიხშირული სპექტრითა და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სანებართვო მოწმობები ინომრება რიგითობის მიხედვით, ექვსნიშნა ნუმერაციით – 00 00 01, 00 00 02 და ა.შ.”.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ. N6) ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები