შპს „სტერეო +“–სათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 16, 2012
მიღების თარიღი მარტი 06, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №815/8 გადაწყვეტილების შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ”სტერეო +”.
ამავე გადაწყვეტილებით, შპს ”სტერეო +”–ს, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 36,267.02 (ოცდათექვსმეტი ათას ორას სამოცდაშვიდი ლარი და ორი თეთრი) ლარის 30%-ს - 10,880.11 (ათი ათას რვაას ოთხმოცი ლარი და თერთმეტი თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 3,455.00 (სამი ათას ოთხას ორმოცდათხუთმეტი ლარი) ლარი ანუ 7,425.11 (შვიდი ათას ოთხას ოცდახუთი ლარი და თერთმეტი თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სტერეო +”–ს მიერ, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია 7,425.11 (შვიდი ათას ოთხას ოცდახუთი ლარი და თერთმეტი თეთრი) ლარი და წარმოდგენილია გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს ”სტერეო +”–ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F86 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 259 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება და გეოგრაფიული კოორდინატები: ბათუმი (N 41041/, E41043/) – სენაკი (N42017/, E42003/), სენაკი (N42017/, E42003/) – ხარაგაული (N42002/, E43028/), ხარაგაული (N42002/, E43028/) – დუშეთი (N42000/, E44039/), დუშეთი (N42000/, E44039/) – თბილისი (N41041/, E44047/), თბილისი (N41041/, E44047/) – თელავი (მთა ცივი, N41052/, E45024/) მონაკვეთებზე ციფრულ მონაცემთა ცალმხრივი გადაცემისთვის; რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც;
ბ) გადამცემი სადგურების რაოდენობა - 6;
გ) გადამცემების სიმძლავრე - 10 ვატამდე;
დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2022 წლის 24 თებერვლამდე;
ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:
ე.ა) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში უზრუნველყოს პრაქტიკული საქმიანობის დაწყება;
ე.ბ) რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად და ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - 25,386.91 (ოცდახუთი ათას სამას ოთხმოცდაექვსი ლარი და ოთხმოცდათერთმეტი თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773402;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - 25,386.91 (ოცდახუთი ათას სამას ოთხმოცდაექვსი ლარი და ოთხმოცდათერთმეტი თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
2,115.57 ლარი - 2012 წლის 24 მარტამდე;
2,115.57 ლარი - 2012 წლის 24 აპრილამდე;
2,115.57 ლარი - 2012 წლის 24 მაისამდე;
2,115.57 ლარი - 2012 წლის 24 ივნისამდე;
2,115.57 ლარი - 2012 წლის 24 ივლისამდე;
2,115.57 ლარი - 2012 წლის 24 აგვისტომდე;
2,115.57 ლარი - 2012 წლის 24 სექტემბრამდე;
2,115.57 ლარი - 2012 წლის 24 ოქტომბრამდე;
2,115.57 ლარი - 2012 წლის 24 ნოემბრამდე;
2,115.57 ლარი - 2012 წლის 24 დეკემბრამდე;
2,115.57 ლარი - 2013 წლის 24 იანვრამდე.
2,115.64 ლარი - 2013 წლის 24 თებერვლამდე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „სტერეო +“–სთვის ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველ პუნქტზე (გარდა დ) ქვეპუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე), ხოლო კონტროლი მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე - კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე).
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი