შპს „ივერია ინტერმედიის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F82 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2011 წლის 6 იანვრის №07/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 16, 2012
მიღების თარიღი მარტი 06, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ივერია ინტერმედიამ“ (08.11.2011 №7/547-11) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F82 ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ივერია ინტერმედია“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F82 ლიცენზიას კომისიის 2011 წლის 6 იანვრის №07/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი:
ა.ა) 10453 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება: სტუდიიდან (ქ.თბილისი, ნუცუბიძის მე-2 მ/რ, 1 კვ. 3ა კორპუსი) - დიდსერის გორაზე (კუს ტბის თავზე) მდებარე შპს „მობილფონის“ ანძამდე; რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც; გადამცემის სიმძლავრე - 0.5 ვატამდე;
ა.ბ) 10191 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება: დიდსერის გორაზე (კუს ტბის თავზე) მდებარე შპს „მობილფონის“ ანძიდან - შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ სათაო სადგურამდე (ტაბახმელა); რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც; გადამცემის სიმძლავრე - 0.5 ვატამდე;
ბ) გადამცემი სადგურების რაოდენობა - 2 სადგური;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა - 2021 წლის 6 იანვრამდე;
დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვალდებულება: 2012 წლის 6 იანვრამდე;
ე) სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის 2,819.71 (ორი ათას რვაას ცხრამეტი ლარი და სამოცდათერთმეტი თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
234.97 ლარი - 2011 წლის 06 თებერვლამდე;
234.97 ლარი - 2011 წლის 06 მარტამდე;
234.97 ლარი - 2011 წლის 06 აპრილამდე;
234.97 ლარი - 2011 წლის 06 მაისამდე;
234.97 ლარი - 2011 წლის 06 ივნისამდე;
234.97 ლარი - 2011 წლის 06 ივლისამდე;
234.97 ლარი - 2011 წლის 06 აგვისტომდე;
234.97 ლარი - 2011 წლის 06 სექტემბრამდე;
234.97 ლარი - 2011 წლის 06 ოქტომბრამდე;
234.97 ლარი - 2011 წლის 06 ნოემბრამდე;
234.97 ლარი - 2011 წლის 06 დეკემბრამდე;
235.04 ლარი - 2012 წლის 06 იანვრამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, ლიცენზირებასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. იგივე წესია დადგენილი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით, ხოლო ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს „ივერია ინტერმედიას“ განცხადების საფუძველზე დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ივერია ინტერმედიას“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F82 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2011 წლის 6 იანვრის №07/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის მე–4 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115–ე მუხლის მე–2 ნაწილის ასევე IX თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ივერია ინტერმედიას“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F82 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2011 წლის 6 იანვრის №07/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით;
2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2012 წლის 4 აპრილს, 16.00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ივერია ინტერმედიასთვის“ გაგზავნა (მ. ნინუა);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ივერია ინტერმედიასთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
