წვდომის მენიუ

შპს „ატასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 188 / 18

გამოქვეყნების თარიღი მარტი 16, 2012

მიღების თარიღი მარტი 06, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას; ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია  ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს წარმოებაში გადაეცა კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (08.02.2012 N10/178-12), ავტორიზებული პირის - შპს „ატას“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევის თაობაზე; კერძოდ, როგორც მოხსენებით ბარათშია აღნიშნული, 2011 წლის 11 ივლისს შპს „ატამ“ კომისია წერილით N6/2892-11 აცნობა, რომ შპს „ატას“ დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი ავთანდილ ავაზაშვილი საწესდებო კაპიტალის 50% წილს გადასცემდა სს „ლედას“, რომლის იურიდიული მისამართია ქ.თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 68ა ს/კ204380286. აღნიშნული წერილის პასუხად კომისიამ 2011 წლის 28 ივლისს წერილით N08/1521-11 მოსთხოვა შპს „ატას“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემდეგი ინფორმაციის წარმოდგენა:

ა) ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ:

ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;

ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან;

გ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე დაკავებული ფარდობითი წილები, მათი გაანგარიშების ან შეფასების საფუძვლები, თუ შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყველა ავტორიზებული პირის ჯამური წილი კომისიის მიერ განსაზღვრულ ბაზრის რომელიმე შესაბამის სეგმენტზე 25 პროცენტი ან მეტია;

დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა;

ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ,  ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე.

კომისიამ ასევე აცნობა შპს „ატას“ რომ ამ უკანასკნელის მიერ ზემოაღნიშნული ინფორმაციის სრულად წარმოდგენის შემდეგ, კომისიას შესაძლებლობა ექნებოდა სრულად განეხორციელებინა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებები.

2012 წლის 2 თებერვალს კომისიას განცხადებით მომართა შპს „ატამ“ და აცნობა, რომ განხორციელდა კომპანიის საწესდებო კაპიტალის 50%-ის გასხვისება სს „ლედაზე“. კომპანიის მიერ წარმოდგენილ იქნა ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) პირების რეესტრიდან დათარიღებული 2011 წლის 15 ივლისით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება; „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ატას“ მიერ სს „ლედაზე“ წილის გასხვისება განხორციელდა კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე, კომისიაში ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2012 წლის  14 თებერვალს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ატას“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით სანქცირების თაობაზე.  საკითხის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 24 თებერვალს 16:00 საათზე, რის თაობაზეც შპს ,,ატას” ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი შეტყობინებით (14.02.2012 N03/342-12) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, გადაეგზავნა ადმინისტრაციული წარმოების მასალები და ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 24 თებერვლის  სხდომა ვერ ჩატარდა ქვორუმის არ არსებობის გამო და შესაბამისად, საკითხის განხილვა გადაიდო 2012 წლის 6 მარტს 16:00 საათზე. საკითხის განხილვის თარიღისა და დროის თაობაზე შპს „ატას“ ეცნობა დაზღვეული საფოსტო გზავნილით გაგზავნილი შეტყობინებით (29.02.2012 N03/478-12).

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2012 წლის 6 მარტის სხდომაზე, რომელზედაც არ გამოცხადებულა შპს „ატას“ წარმომადგენელი. კომისიის სხდომაზე გადამოწმდა შპს „ატასთვის“ კომისიის მიერ გაგზავნილი შეტყობინების ჩაბარების ფაქტი და კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ იქნა ქვითარი N831 შპს „საქართველოს ფოსტიდან“, რომლის შესაბამისადაც, შპს „ატას“კომისიის მიერ 2012 წლის 29 თებერვალს გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარდა 2012 წლის 2 მარტს.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია  ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. კომისიის მიერ 2011 წლის 29 თებერვალს შპს „ატას“ გაეგზავნა შეტყობინება (29.02.2012 N03/478-12) და იგი მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად; შპს „საქართველოს ფოსტისგან“ მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, შპს „ატას“ ჩაბარდა აღნიშნული შეტყობინება 2012 წლის 2 მარტს; გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნები დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „ატას“ დაუსწრებლად. 

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და შეფასებულ იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.    კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი 08.02.2012 N10/178-12;

2. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი 14.02.2012 N10/193-12;

3. შპს „ატას“ 2011 წლის 11 ივლისის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი 11.07.2011 N6/2892-11)

6. შპს „ატასთვის“ კომისიის მიერ 2011 წლის 22 ივლისს გაგზავნილი წერილი N08/1521-11;

7. შპს „ატას“ 2012 წლის 2 თებერვლის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის თარიღი 02.02.2012 N7/85-12).

8. შპს „საქართველოს ფოსტის“ საფოსტო ქვითარი N345 (22.02.2012) შეტყობინების ჩაბარების თაობაზე;

9. შპს „საქართველოს ფოსტის“ საფოსტო ქვითარი N831 (02.03.2012) შეტყობინების ჩაბარების თაობაზე;

10. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

11. ამონაწერი კომისიის ავტორიზებული პირების უწყებრივი რეესტრიდან.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ადმინისტრაციული წარმოების ზემოაღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. 2011 წლის 11 ივლისს შპს „ატამ“ კომისიას წერილით N6/2892-11 აცნობა, რომ შპს „ატას“ დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი ავთანდილ ავაზაშვილი საწესდებო კაპიტალის 50% წილს გადასცემდა სს „ლედას“, რომლის იურიდიული მისამართია ქ.თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 68ა ს/კ204380286;

2. შპს „ატას“, 2011 წლის 11 ივლისის N6/2892-11 წერილის პასუხად, კომისიამ 2011 წლის 28 ივლისს წერილით N08/1521-11 მოსთხოვა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემდეგ ინფორმაციის წარმოდგენა:

ა) ინფორმაციას შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ:

ბ) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;

გ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან;

დ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე დაკავებული ფარდობითი წილები, მათი გაანგარიშების ან შეფასების საფუძვლები, თუ შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყველა ავტორიზებული პირის ჯამური წილი კომისიის მიერ განსაზღვრულ ბაზრის რომელიმე შესაბამის სეგმენტზე 25 პროცენტი ან მეტია;

ე) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა;

ვ) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ,  ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე.

კომისიამ, ასევე აცნობა შპს „ატას“, რომ ამ უკანასკნელის მიერ ზემოაღნიშნული ინფორმაციის სრულად წარმოდგენის შემდეგ კომისიას შესაძლებლობა ექნებოდა სრულად განეხორციელებინა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებები.

კომისიის ზემოაღნიშნული წერილი შპს „ატას“ ჩაბარდა 2011 წლის 26 ივლისს, რასაც ადასტურებს შპს „საქართველოს ფოსტიდან“ მიღებული საფოსტო ქვითარი N345;

3. 2012 წლის 2 თებერვალს კომისიას განცხადებით N7/85-12 მომართა შპს „ატამ“ და აცნობა, რომ განხორციელდა კომპანიის საწესდებო კაპიტალის 50%-ის გასხვისება სს „ლედაზე“. კომპანიის მიერ წარმოდგენილ იქნა ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) პირების რეესტრიდან დათარიღებული 2011 წლის 15 ივლისით;

4. შპს „ატა“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, (ავტორიზაციის თარიღი 2010 წლის 15 თებერვალი) რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე: ა) ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელით ან/და (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა; ბ) მაუწყებლობის ტრანზიტი);

5. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ გადამოწმებულ იქნა შპს „ატას“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი კორესპოდენცია და  მიიჩნია, რომ შპს „ატას“ კომისიისთვის არ მოუმართავს წილის გასხვისებასთან  დაკავშირებით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული ფორმით, წინასწარის თანხმობის მიღების მიზნით და არ წარმოუდგენია ის ინფორმაცია, რაც გათვალისწინებულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით და ამავე დროს, რაც მოთხოვნილ იქნა კომისიის 2011 წლის 22 ივლისის N08/1521 წერილით;

6. ადმინისტრაციული წარმოების დროს, ასევე დადგენილ ფაქტად იქნა მიჩნეული, რომ შპს „ატას“ საწესდებო კაპიტალში წილის ცვლილება (კომპანიის საწესდებო კაპიტალის 100%-იანი წილის მფლობელმა ავთანდილ ავაზაშვილმა საწესდებო კაპიტალის 50% გაასხვისა სს „ლედაზე“) განხორციელდა 2011 წლის 15 ივლისს; აღნიშნულს ადასტურებს შპს “ატას“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ხოლო ინფორმაცია ცვლილების განხორციელების თაობაზე და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან კომისიაში წარმოდგენილ იქნა 2012 წლის 2 თებერვალს.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შესწავლის შედეგად, კომისია აღნიშნავს შემდეგს:

შპს „ატას“, საწესდებო კაპიტალის 50%-იანი წილის გასხვისების თაობაზე არ წარმოუდგენია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია; კომპანიამ მას შემდეგ, რაც კომისიას მომართა 2011 წლის 11 ივლისს და აცნობა წილის გასხვისების განზრახვის თაობაზე, წილის გასხვისება განახორციელა 2011 წლის 15 ივლისს, ისე, რომ არ დალოდებია კომისიის წინასწარ წერილობით თანხმობას და ამავე დროს, კომისიაში არ წარმოუდგენია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია.  ამავე დროს, შპს „ატამ“ ინფორმაცია კომპანიის საწესდებო კაპიტალში წილის მფლობელთა ცვლილებების თაობაზე და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, კომისიაში წარმოადგინა მხოლოდ 2012 წლის 2 თებერვალს.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად: წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შეძენის  ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ:

ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;

ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან;

გ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე დაკავებული ფარდობითი წილები, მათი გაანგარიშების ან შეფასების საფუძვლები, თუ შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყველა ავტორიზებული პირის ჯამური წილი კომისიის მიერ განსაზღვრულ ბაზრის რომელიმე შესაბამის სეგმენტზე 25 პროცენტი ან მეტია;

დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა;

ე) ინფორმაცია წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ,  ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია წილის შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა წილის შეძენაზე.

            „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტების შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც ეს ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში;

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისიად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ატას“ მიერ დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტები და ამავე კანონის 26-ე მუხლი, რაც, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი 45-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე წარმოადგენს სანქცირების საფუძველს. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ატას“ უნდა მიეცეს გაფრთხილება (შპს „ატა“ არ ყოფილა სანქცირებული ბოლო ერთი წლის განმავლობაში) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული მუხლების დარღვევის გამო და ამავე დროს, დაევალოს კომისიაში წარმოადგინოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია საწესდებო კაპიტალის 50%-იანი წილის სს „ლედასთვის“ გადაცემასთან დაკავშირებით.

            ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 98-ე და 99-ე მუხლების,  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტების, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) და გ) ქვეპუნქტების, 26-ე და 43-ე მუხლების და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 

გადაწყვიტა:

 

1. მიეცეს გაფრთხილება შპს „ატას“ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტებისა და 26-ე მუხლის დარღვევის გამო;

 

2. დაევალოს შპს „ატას“ 10 სამუშაო დღის ვადაში კომისიაში წარმოადგინოს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია  საწესდებო კაპიტალის 50%-იანი წილის სს „ლედასთვის“ გადაცემასთან დაკავშირებით;

3.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ.ნინუა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს ,,ატასთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მხარისათვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

5.   გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ატასთვის“ ჩაბარების დღიდან;

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

            კომისიის წევრები:                                                                ს.ბრიტანჩუკი           

კ. კვიტაიშვილი

ა.სიხარულიძე

ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები