ინდ. მეწარმე „კორნელი შუღლაძისთვის“ კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 16, 2012
მიღების თარიღი მარტი 09, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 2 დეკემბრის №681/10 გადაწყვეტილებით კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა ინდ. მეწარმე „კორნელი შუღლაძე“. კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მე–2 პუნქტის შესაბამისად, ინდ. მეწარმე „კორნელი შუღლაძეს“ განესაზღვრა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სალიცენზიო გადასახდელის (4,050.00 – ოთხი ათას ორმოცდაათი ლარი) 20%–ს - 810.00 (რვაას ათი ლარი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება.
კომისია აღნიშნავს, რომ ინდ. მეწარმე „კორნელი შუღლაძის“ მიერ გადახდილია სალიცენზიო გადასახდელის 20% - 810.00 (რვაას ათი ლარი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში და კომისიაში წარმოდგენილ იქნა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2012 წლის 30 იანვრის №10/10/148-12 სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, ინდ. მეწარმე „კორნელი შუღლაძის“ მიერ სალიცენზიო გადასახდელის 20% - 810.00 (რვაას ათი ლარი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულების შესრულება დადასტურებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საზახინო სამსახურის მიერ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 11 პუნქტის, 38-ე, 39–ე და 43–ე მუხლებისა და კომისიის 2011 წლის 2 დეკემბრის №681/10 გადაწყვეტილების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ინდ. მეწარმე „კორნელი შუღლაძეს“ კერძო მაუწყებლობის №B123 ლიცენზია შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;
გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2022 წლის 9 მარტამდე;
დ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
|
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდულაცია |
პოლარიზაცია |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები |
სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
|
თერჯოლა, საპოვნელას საკომუნიკაციო ანძა |
100,6 |
FM |
V |
წრიული |
500 |
N42010/53// E042047/09// |
50 |
ე) გავრცელების გეოგრაფიული არეალი: თერჯოლის მუნიციპალიტეტი;
2. დღე–ღამის განმავლობაში მაუწყებლობის ხანგძლივობად განისაზღვროს 24 საათი;
3. ინდ. მეწარმე „კორნელი შუღლაძე“ ვალდებულია:
ა) ლიცენზიით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობა დაიწყოს ლიცენზიის გაცემიდან 3 თვის ვადაში;
ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
გ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;
ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ზ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაშია ასახული;
თ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
ი) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;
კ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;
ლ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას” მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.
მ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია;
ნ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;
ო) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობებისა მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა;
პ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე, კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა;
ჟ) უზრუნველყოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.
რ) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;
4. უზრუნველყოს ინდ. მეწარმე „კორნელი შუღლაძემ“ სალიცენზიო გადასახდელის დარჩენილი 70% ანუ 2,835.00 (ორი ათას რვაას ოცდათხუთმეტი ლარი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:
ხაზინის ერთიანი ანგარიში - 200122900
სახელმწიფო ხაზინა, კოდი - TRESGE22
სახაზინო კოდი - 300203062
236.25 ლარი – 2012 წლის 9 აპრილამდე;
236.25 ლარი – 2012 წლის 9 მაისამდე;
236.25 ლარი – 2012 წლის 9 ივნისამდე;
236.25 ლარი – 2012 წლის 9 ივლისამდე;
236.25 ლარი – 2012 წლის 9 აგვისტომდე;
236.25 ლარი – 2012 წლის 9 სექტემბრამდე;
236.25 ლარი – 2012 წლის 9 ოქტომბრამდე;
236.25 ლარი – 2012 წლის 9 ნოემბრამდე;
236.25 ლარი – 2012 წლის 9 დეკემბრამდე;
236.25 ლარი – 2013 წლის 9 იანვრამდე;
236.25 ლარი – 2013 წლის 9 თებერვლამდე;
236.25 ლარი – 2013 წლის 9 მარტამდე;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
გ) ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. ქადეიშვილი);
დ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ინდ. მეწარმე „კორნელი შუღლაძისთვის“ გაგზავნა (მ. ნინუა);
ე) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე).
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ინდ. მეწარმე „კორნელი შუღლაძისთვის“ აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დ) და ე) ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე–2 და მე–3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი);
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე–4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე);
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (პირველი პუნქტის დ) და ე) ქვეპუნქტების, მე–2, მე–3 და მე–4 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ. კიკნაძე).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
