წვდომის მენიუ

“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 16 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 200 / 23

გამოქვეყნების თარიღი მარტი 16, 2012

მიღების თარიღი მარტი 13, 2012

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე, 103-ე, 1061-ე მუხლების, VII და IX თავების, ”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 16 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით;

2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი) დადგენილების პროექტის საჯაროობის უზრუნველყოფა;

3.  ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2012 წლის 11 აპრილს 16:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

4.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ნ.ჯანელიძე) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობის გამოქვეყნება;

5.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ძალით;

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                              ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                                                          ს.ბრიტანჩუკი

                                                                                                                                კ.კვიტაიშვილი

                                                                                                                                ა.სიხარულიძე

                                                                                                                                ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები