წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 23 დეკემბრის N 814/23 გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 202 / 9

გამოქვეყნების თარიღი მარტი 27, 2012

მიღების თარიღი მარტი 16, 2012

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”)  აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 23 დეკემბრის №814/23 გადაწყვეტილების შესაბამისად, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის კვლევისა და ანალიზის მიზნით.

საკითხის ზეპირი მოსმენა დაინიშნა 2012 წლის  10 თებერვალს 16:00 საათზე, ხოლო საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დასრულების მაქსიმალურ ვადად განისაზღვრა 3 თვე. კომისიის 2012 წლის 10 თებერვლის №109/22 გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე კომისიის 2011 წლის 23 დეკემბრის №814/23 გადაწყვეტილებაში და ზეპირი მოსმენის თარიღი განისაზღვრა 2012 წლის 16 მარტი.

   კომისია აღნიშნავს, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროექტის - ”სატელეკომუნიკაციო პოლიტიკა და რეგულირების განვითარება საქართველოში” ფარგლებში, კომისია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ექსპერტებთან ერთად უახლოეს მომავალში გეგმავს ფართოზოლოვანი მომსახურების ბაზრის სეგმენტის კვლევას და ანალიზს. იმის გამო, რომ ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტი მჭიდრო კავშირშია ფართოზოლოვანი მომსახურების ბაზრის სეგმენტთან, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შეწყდეს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის კვლევისა და ანალიზის მიზნით და აღნიშნული საკითხის დარეგულირების მიზანშეწონილობა, აგრეთვე რეგულირების შესაძლო ზომები განხილულ იქნას ფართოზოლოვანი მომსახურების ბაზრის სეგმენტის შესწავლასთან ერთად.

ამდენად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია საკუთარი ინიციატივით კომისიის  2011 წლის 23 დეკემბრის N 814/23 გადაწყვეტილების შესაბამისად დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.

     საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII და IX თავებისა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მ) ქვეპუნქტის  საფუძველზე, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

   გადაწყვიტა:

1. შეწყდეს კომისიის  2011 წლის 23 დეკემბრის      N 814/23  გადაწყვეტილებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის კვლევისა და ანალიზის მიზნით; 

2. გადაწყვეტილება ძალაშია მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                                ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                     ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                     ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                     კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                     ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები