წვდომის მენიუ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის ”სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოსთვის” ნუმერაციის რესურსების მინიჭების შესახებ

ნომერი: 208 / 15

გამოქვეყნების თარიღი მარტი 21, 2012

მიღების თარიღი მარტი 16, 2012

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (01.03.2012 №7/137-12) მიმართა სსიპ ”სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტომ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 23 აგვისტოს №670 ბრძანებულების მე-15 პუნქტის შესაბამისად და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით” გათვალისწინებული გეოგრაფიული ნუმერაციის ზონაში, საქართველოს ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში  ნუმერაციის რესურსის (228 XXXX  ქ. თბილისში და 28 XXXX  საქართველოს სხვა ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში) მინიჭების მოთხოვნით.

          კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს კომისია. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისია გასცემს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვებს და ამავე დროს კომისია უფლებამოსილია ნებართვის გარეშე, გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული ვადით მიანიჭოს ნუმერაციის რესურსი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირებს.

”საჯარო სამართლის იურიდიულ პირის -”სახელისუფლებო სპეციალური კავშირების საგენტოსა” და სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 23 აგვისტოს №670 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტო წარმოადგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო ინფორმაციაზე მომუშავე განსაკუთრებული მნიშვნელობის რეჟიმის დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებასთან ერთად ახორციელებს სახელისუფლებო სპეციალური კავშირის სისტემის აბონენტების უზრუნველყოფას საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირით, მონაცემთა გადაცემის სერვისით, აგრეთვე, ტექნიკური პირობების არსებობის შემთხვევაში ინტერნეტით.

კომისია აღნიშნავს, რომ სსიპ ”სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოს” ”საჯარო სამართლის იურიდიულ პირის - ”სახელისუფლებო სპეციალური კავშირების საგენტოსა” და სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის შექმნის შესახებ”  საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 23 აგვისტოს №670 დადგენილებით დამტკიცებული დებულებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების მიზნით ესაჭიროება ნუმერაციის რესურსი.

კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს „სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოს“ ენიჭება უვადოდ;   

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სსიპ ”სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტო” განცხადებაში ითხოვს 28 XXXX კომბინაციის ნუმრაციის რესურსს ქ. რუსთავში. გამომდინარე იქედან, რომ ქ. რუსთავში ნუმერაციის რესურსს 28 XXXX კომისიის 2007  წლის 02 მარტის №108/1 გადაწყვეტილების შესაბამისად ფლობს  შპს ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია”, კომისია ვერ დააკმაყოფილებს სსიპ ”სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოს” მოთხოვნას ქ. რუსთავში აღნიშნული ნუმერაციის რესურსის გამოყოფის თაობაზე. ამავე დროს კომისიას შესაძლებლად მიაჩნია სსიპ ”სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოს” ქ. რუსთავში მიანიჭოს ნუმერაციის რესურსი 38 XXXX ; ქ. თბილისში ნუმერაციის რესურსი 228 XXXX; ხოლო საქართველოს სხვა ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში ნუმერაციის რესურსი  28 XXXX.

 საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 23 აგვისტოს №670 ბრძანებულების მე-15 პუნქტის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის,  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების”, კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული ”ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-10 მუხლის,  მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნტისა  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს სსიპ ”სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოს” ”საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ”სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოსა” და სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის შექმნის შესახებ”  საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 23 აგვისტოს №670 დადგენილებით დამტკიცებული დებულებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების მიზნით 2012 წლის 16 მარტიდან უვადოთ, შემდეგი ნუმერაციის რესურსები

ქ. თბილისი

ქ. რუსთავი

ახალგორის მუნიციპალიტეტი

ცხინვალის მუნიციპალიტეტი

სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტი

დუშეთის მუნიციპალიტეტი

ჯავის მუნიციპალიტეტი

თიანეთის მუნიციპალიტეტი

ახმეტის მუნიციპალიტეტი

თელავის მუნიციპალიტეტი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

ყვარელის მუნიციპალიტეტი

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

სიღნაღის მუნიციპალიტეტი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

დმანისის მუნიციპალიტეტი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი

წალკის მუნიციპალიტეტი

ასპინძის მუნიციპალიტეტი

ახალციხის მუნიციპალიტეტი

ადიგენის მუნიციპალიტეტი

ბორჯომის მუნიციპალიტეტი

ხაშურის მუნიციპალიტეტი

ქარელის მუნიციპალიტეტი

გორის მუნიციპალიტეტი

კასპის მუნიციპალიტეტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტი

მცხეთის მუნიციპალიტეტი

თიღვის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

სამტრედიის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

სენაკის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

ქ. ბათუმი

ხულოს მუნიციპალიტეტი

შუახევის მუნიციპალიტეტი

ქედის მუნიციპალიტეტი

ქობულეთის  მუნიციპალიტეტი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

ქ. ქუთაისი

ვანის  მუნიციპალიტეტი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი

ბაღდათის მუნიციპალიტეტი

საჩხერის მუნიციპალიტეტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

ქ. სოხუმი

გაგრის მუნიციპალიტეტი

გუდაუთის მუნიციპალიტეტი

ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი

ტყვარჩელის  მუნიციპალიტეტი

გალის მუნიციპალიტეტი

გულრიფშის  მუნიციპალიტეტი

ცაგერის მუნიციპალიტეტი

ონის მუნიციპალიტეტი

ჭიათურის მუნიციპალიტეტი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი              თერჯოლის მუნიციპალიტეტი

ქ.ფოთი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

ხონის  მუნიციპალიტეტი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

ტყიბულის მუნიციპალიტეტი

32 228 XXXX

341 38 XXXX

342 28 XXXX

344 28 XXXX

345 28 XXXX

346 28 XXXX

347 28 XXXX

348 28 XXXX

349 28 XXXX

350 28 XXXX

351 28 XXXX

352 28 XXXX

353 28 XXXX

354 28 XXXX

355 28 XXXX

356 28 XXXX

357 28 XXXX

358 28 XXXX

359 28 XXXX

360 28 XXXX

361 28 XXXX

362 28 XXXX

363 28 XXXX

364 28 XXXX

365 28 XXXX

366 28 XXXX

367 28 XXXX

368 28 XXXX

369 28 XXXX

370 28 XXXX

371 28 XXXX

372 28 XXXX

373 28 XXXX

374 28 XXXX

410 28 XXXX

411 28 XXXX

412 28 XXXX

413 28 XXXX

414 28 XXXX

415 28 XXXX

416 28 XXXX

417 28 XXXX

418 28 XXXX

419 28 XXXX

422 28 XXXX

423 28 XXXX

424 28 XXXX

425 28 XXXX

426 28 XXXX

427 28 XXXX

431 28 XXXX

432 28 XXXX

433 28 XXXX

434 28 XXXX

435 28 XXXX

436 28 XXXX

437 28 XXXX

439 28 XXXX

442 28 XXXX

443 28 XXXX

444 28 XXXX

445 28 XXXX

446 28 XXXX

447 28 XXXX

448 28 XXXX

472 28 XXXX

473 28 XXXX

479 28 XXXX

491 28 XXXX

492 28 XXXX

493 28 XXXX

494 28 XXXX

495 28 XXXX

496 28 XXXX

497 28 XXXX

2. სსიპ ”სახელმწიფო სპეციალური კავშირების სააგენტო“ ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გამოყენოს მხოლოდ, ”სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოსა” და სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის შექმნის შესახებ”  საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 23 აგვისტოს №670 დადგენილებით დამტკიცებული დებულებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების მიზნით; 

4. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში  სსიპ ”სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოს” მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობის განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც; ამ შემთხვევაში სსიპ ”სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოს” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის  სსიპ ”სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოსთვის”   ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., № 6) ერთი  თვის ვადაში;

7.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (ც.უჯმაჯურიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                    ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                                               ს.ბრიტანჩუკი

კ.კვიტაიშვილი

ა. სიხარულიძე

ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები