წვდომის მენიუ

სს „სილქნეტის“ და შპს „კავკასუს ოანლინის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე

ნომერი: 219 / 20

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 06, 2012

მიღების თარიღი მარტი 16, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ   2012  წლის   13 იანვრის  N02/61-12  წერილით კომისიის მიერ  სს „სილქნეტისა“ და შპს „კავკასუს ონლაინისგან“ გამოთხოვნილი იქნა ინფორმაცია აქტიური აბონენტების საკონტაქტო მონაცემების, სატელეფონო ნომრების, მათ მიერ შერჩეული პაკეტების შესახებ (მათი სახელის და გვარის აღნიშვნის გარეშე), შპს „კავკასუს ონლაინისაგან“ ასევე მომსახურების მიწოდების ტექნოლოგიური გეგმები მიწოდების  არეალის მიხედვით,  2011 წლის დეკემბრის მდგომარეობით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ მოთხოვნილი ზემოაღნიშნული ინფორმაცია სს „სილქნეტის“ მიერ წარმოადგენილი იქნა 2012 წლის  26 იანვარს, ხოლო  შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ ორ ნაწილად: მიმდინარე წლის 20 იანვარს (წერილის N01-02/069) და 7 თებერვალს (წერილის N01–02/156). კომისიაში წარმოდგენილი წერილებით, სს „სილქნეტი“ და შპს „კავკასუს ონლაინი“ ითხოვდნენ მათ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის, კერძოდ მათი სადენიანი ფართოზლოვანი მომსახურების მიმღები აბონენტების მისამართების, სატელეფონო ნომრების და მომსახურების პაკეტების შესახებ მონაცემების კონფიდენციალურად ცნობას. გამომდინარე იქიდან, რომ  სს “სილქნეტის“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ არ იქნა დასაბუთებული ინფორმაციის კონფიდენციალურად ცნობის აუცილებლობა,   კომისიამ, 2012 წლის 13 თებერვლის წერილებით (N02/337-12 და N02/336-12),  სს „სილქნეტს“ და შპს „კავკასუს ონლაინს“ განუსაზღვრა ვადა მათი  მოთხოვნის დასასაბუთებლად.  

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ მოთხოვნის დასაბუთების მიზნით კომისიაში წარმოდგენილი იქნა 2012 წლის 15 თებერვლის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N6/745-12), რომელშიც აღნიშნული კომპანია წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურად ცნობის მოთხოვნას ამყარებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 271-ე, 272-ე და 273-ე მუხლებზე, ასევე  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტზე  და  მიუთითებს შემდეგ ფაქტობრივ  საფუძვლებზე:

-  თითოეული აბონენტის საკონტაქტო (მისამართი, სატელეფონო ნომერი, მომსახურების პაკეტი) და სხვა ინფორმაცია დეტალიზებულია და მოიცავს  კონკრეტული  გეოგრაფიული ზონის შესახებ  კომპანიის  სრულ კომერციულ ინფორმაციას;

- წარმოდგენილი ინფორმაცია მოიცავს კომპანიის აბონენტების პერსონალურ მონაცემებს, რომლის გასაჯაროების უფლება შპს „კავკასუს ონლაინს“ არ აქვს მოპოვებული შესაბამისი აბონენტებისაგან;

- წარმოდგენილი მონაცემები შეიცავს ცნობებს კომპანიის აბონენტების  პერსონალური კომერციული პირობების და მომხმარებლების გეოგრაფიული მისამართების შესახებ, რომლის ანალიზის საფუძველზე ხდება სამომავლო განვითარების სტრატეგიის განსაზღვრა. აღნიშნულ მონაცემებთან კონკურენტების წვდომის შემთხვევაში, საფრთხე შეექმნება კომპანიის კონკურენტუნარიანობას და მის შემდგომ განვითარებას.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტის“ მიერ, მოთხოვნის დასაბუთების მიზნით კომისიაში წარმოდგენილი იქნა 2012 წლის 15 თებერვლის წერილი (კომისიაში რეგისტრაციის N6/839-12), რომელშიც აღნიშნული კომპანია, წარმოდგენილი ინფორმაციის კონფიდენციალურად ცნობის მოთხოვნას ამყარებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე და 273-ე მუხლებზე, ასევე  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე  და  მიუთითებს შემდეგ ფაქტობრივ  საფუძვლებზე:

-  წარმოდგენილი ინფორმაცია მოიცავს სს „სილქნეტის“ აბონენტების პერსონალურ მონაცემებს, რომლის გაცემის უფლება  კომპანიას არ აქვს მოპოვებული შესაბამისი აბონენტებისაგან;

 -  წარმოდგენილი მონაცემები შეიცავს კომპანიის კომერციული ფასეულობის მქონე ინფორმაციას, რომლის  მესამე პირებზე გაცემა ხელყოფს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ 2011 წლის 11 ოქტომბერს,  კომისიის მიერ  N04/2352  წერილით შპს „კავკასუს ონლაინისგან“ გამოთხოვნილი იქნა ინფორმაცია ტრანზიტული სამაუწყებლო მომსახურების გეოგრაფიული არეალის შესახებ, ასევე მონაცემები ამ მომსახურების მიმღები აბონენტებთან გაფორმებული ხელშეკრულების რაოდენობის და სატრანზიტო მაუწყებლობის ქსელის ტექნიკური გეგმის შესახებ. კომისიის მიერ მოთხოვნილი ზემოაღნიშნული ინფორმაცია შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ  წარმოადგენილი იქნა 2011 წლის  18 ოქტომბერს (კომისიაში რეგისტრაციის №6/4681-11). კომისიაში წარმოდგენილი წერილით, შპს „კავკასუს ონლაინი“ ითხოვს მის მიერ წარმოდგენილი წერილის და მისი დანართების მონაცემების კონფიდენციალურად ცნობას.

კომისიამ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადებები, აგრეთვე ამ განცხადებათა საფუძველზე წარმოდგენილი ინფორმაცია  და მიიჩნია, რომ შპს ”კავკასუს ონლაინის” და სს ”სილქნეტის” მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, კერძოდ სადენიანი ფართოზლოვანი მომსახურების მიმღები აბონენტების მისამართების, სატელეფონო ნომრების და მომსახურების ინდივიდუალური პაკეტების შესახებ მონაცემები, ასევე შპს „კავკასუს ონლაინის“ სატრანზიტო მაუწყებლობის ქსელის ტექნიკური გეგმა,  შინაარსობრივად შესაძლებელია შეიცავდეს კომერციული საიდუმლოების მქონე ინფორმაციას, ასევე აბონენტების პერსონალურ მონაცემებს, რადგან მათ მიერ წარმოდგენილი მონაცემები  შეიცავს ცნობებს კომპანიების ბოლო მომხმარებლების  სატელეფონო ნომრების, კონკრეტული ბოლო მომხმარლების მომსახურების პაკეტების და მისამართების შესახებ. აღნიშნული მონაცემების  საჯაროონამ, შესაძლოა ზიანი მიაყენოს  კომპანიის კონკურენტუნარიანობას.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე მუხლის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“  მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად,  გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას. ამასთან კომისია განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 271-ე მუხლის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების პირად საიდუმლოებად მიჩნევის საკითხს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წყვეტს  პირი, რომლის შესახებაც არსებობს ეს ინფორმაცია.

კომისია აქვე აღნიშნავს, რომ ნაწილობრივ უნდა იქნას დაკმაყოფილებული  შპს „კავკასუს ონლაინის“ 2011 წლის 11 ოქტომბერის (კომისიაში რეგისტრაციის №6/4681-11)   წერილით წარმოდგელი მოთხოვნა, კერძოდ სატრანზიტო მაუწყებლობის ქსელის ტექნიკური გეგმის ნაწილში, რადგან კომისიაში წარმოდგენილი  ნახაზი, მოიცავს შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ სატრანზიტო მაუწყებლობის მომსახურების მისაწოდებლად გამოყენებული ქსელის დეტალურ აღწერას, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს მის კონკურენტუნარიანობას.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „კავკასუს ონალინი“ მოთხოვნის შესაბამისად, სატრანზიტო მაუწყებლობის მომსახურების მიმღებ აბონენტებთან გაფორმებული ხელშეკრულების რაოდენობის შესახებ მონაცემები, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის ”  მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილი იყოს კონფიდენციალურად.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად,   პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული. გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ შეაქვთ საჯარო რეესტრში.

      ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272-ე, 273–ე და 31–ე მუხლების, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის, ასევე ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  მე-19 და 32-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაკმაყოფილდეს  შპს ”კავკასუს ონლაინის” 2012 წლის 15 თებერვლის  (კომისიაში რეგისტრაციის №6/745-12)   და სს ”სილქნეტის”  2012  წლის 15 თებერვლის  (კომისიაში რეგისტრაციის №6/839-12)   განცხადებები;  ცნობილ იქნას შპს ”კავკასუს ონლაინის” და სს ”სილქნეტის” მიერ 2012 წლის  26 იანვარის, ხოლო  შპს „კავკასუს ონლაინის“ 2012 წლის  20 იანვარის (წერილის N01-02/069) და 7 თებერვალის (წერილის N01–02/156) წერილებით წარმოდგენილი მონაცემები, შესაბამისად, შპს ”კავკასუს ონლაინის” და სს ”სილქნეტის”  კომერციულ საიდუმლოებად და ასევე, კომისაში დაცულ პროფესიულ საიდუმლოებად, თანახმად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 273-ე მუხლისა;

2. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს  შპს ”კავკასუს ონლაინის” 2011 წლის 18 ოქტომბრის (კომისიაში რეგისტრაციის №6/4681-11) განცხადება და ცნობილ იქნას შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ წარმოდგენილი ტრანზიტული სამაუწყებლო მომსახურების  მიწოდების ქსელის ტექნიკური გეგმა,  შპს „კავკასუს ონლაინის“  კომერციულ საიდუმლოებად და  შესაბამისაად, კომისაში დაცულ პროფესიულ საიდუმლოებად, თანახმად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 273-ე მუხლისა;

3. ინფორმაცია შპს „კავკასუს ონალინის“ და სს „სილქნეტის“ კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს  შპს „კავკასუს ონალინის“ და სს „სილქნეტის“ მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მიმართვამდე ან იქამდე სანამ იგი არ დაკარგავს  იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი) აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, სათანადო რეესტრში შეტანა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N6) ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა დეპარტამენტს (რ. სხირტლაძე).

 კომისიის თავმჯდომარე                                                        ი.ჩიქოვანი    

კომისიის წევრი                                                                        ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                       კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                       ა.სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                      ი. მოსაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები