უკრაინის ტერიტორიაზე არსებული რადიოსამაუწყებლო სადგურისთვის მინიჭებული სიხშირის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 03, 2012
მიღების თარიღი მარტი 23, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიამ განიხილა უკრაინის რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის სახელმწიფო ცენტრის წერილი (№ 11.3-09/22609, 28.12.2012) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით უკრაინის რადიოსამაუწყებლო სადგურისთვის SIMFEROPOL – 102.3 MHz მინიჭებული სიხშირის კოორდინაციის შესახებ (Geneva 84 გეგმის მოდიფიკაცია).
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის “ლ” ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:1. მიეცეს თანხმობა უკრაინის რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის სახელმწიფო ცენტრს რადიოსამაუწყებლო სადგურისთვის SIMFEROPOL – 102.3 MHz მინიჭებული სიხშირის გამოყენებაზე წერილის (№ 11.3-09/22609, 28.12.2012) დანართში არსებული ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ. აღმაშენებელის ხეივანი მე-12 კმ, № 6) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის უკრაინის რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის სახელმწიფო ცენტრისთვის ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
