წვდომის მენიუ

შპს ,,ტვ-4000”-სთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე

ნომერი: 239 / 18

გამოქვეყნების თარიღი მარტი 27, 2012

მიღების თარიღი მარტი 26, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე, ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 1441  მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

2012 წლის 20 მარტს, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს  შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (19.03.12. №10/354-12),  დაბა ხელვაჩაურში შპს ,,ტვ-4000”-ის შემოწმების საფუძველზე 2012 წლის 15 მარტს შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000047 და შემოწმების პროცესის ჩანაწერის ელექტრონული ვერსია, რომელთა თანახმად ირკვევა, რომ 2012 წლის 15 მარტს, შპს ,,ტვ-4000” ახორციელებდა მაუწყებლობის ტრანზიტს ავტორიზაციის გარეშე, რაც წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ,,ტვ-4000”-სთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების მიზნით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.

,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა კომისიის მიერ უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და თანდართული მასალების მიღებიდან 7 დღის ვადაში. კომისიის აპარატის მაუწყებლობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა 2012 წლის 15 მარტს, ხოლო კომისიას წარედგინა 2012 წლის 19 მარტს. შესაბამისად, საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2012 წლის 26 მარტი, რის  შესახებ  2012 წლის 21 მარტს ტელეფონოგრამით, ასევე წერილობითი შეტყობინებით ეცნობა შპს ,,ტვ-4000”-ს და განემარტა  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შპს ,,ტვ-4000” ასევე ეცნობა, რომ ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განსახილველად მომზადების სტადიაზე,  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ გამოარკვია, რომ შპს ,,ტვ-4000”-ის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  ოქმი № 000047  შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი  წესების” 37-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით. სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერენ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი გ.რატიშვილი, ამავე დეპარტამენტის სპეციალისტი ვ.შუღლიაშვილი, შემოწმების პროცესის მოწმეები ნოდარ ბერიძე (პირადობის მოწმობა №61006054921) და რომან ფარტენაძე (პირადობის მოწმობა №61006017665), ასევე შპს ,,ტვ-4000”-ის დირექტორი კახაბერ ნაგერვაძე, რომლის განმარტებით შპს ,,ტვ-4000”-ს შეჩერებული ჰქონდა ავტორიზაცია მაუწყებლობის ტრანზიტზე და აპირებდა განახლებას.

კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ  2012 წლის  21 მარტს,  16:42 სთ-ზე, შპს  ,,ტვ-4000”-ს  ჩაბარდა ტელეფონოგრამმა, მისი წარმომადგენელი  კომისიის 2012 წლის 21 მარტის კომისიის სხდომაზე  არ გამოცხადდა და არც შუამდგომლობით მიუმართავს კომისიისთვის სხდომის გადადების თაობაზე. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ის უფლებამოსილია განიხილოს შპს  ,,ტვ-4000”-სთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების საკითხი, ვინაიდან მის მიერ სრულად არის შესრულებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება.

კომისიის სხდომაზე, კომისიის მიერ გამოკვლეული და შესწავლილი იქნა შემდეგი მტკიცებულებები:

1.  კომისიის აპარატის მაუწყებლობის დეპარტამენტის 2012 წლის 19 მარტის№10/354-12 სამსახურებრივი ბარათი;

2.   2012 წლის 15 მარტის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი № 000047;

3.   კომპაქტ–დისკზე ჩაწერილი  შემოწმების ჩატარების პროცესი;

4.   შპს ,,ტვ-4000”-ის 2011 წლის 6 ივლისის განცხადება მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე;

5.  კომისიის 2011 წლის 5 აგვისტოს წერილი №01/1639-11 შპს ,,ტვ 4000”-ს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე;

6.   შპს ,,TV ერას” 2012 წლის 21 მარტის №28 წერილი შპს ,,TV ერასა” და შპს ,,ტვ-4000”-ს შორის გაფორმებული საკაბელო ქსელის იჯარით გაცემის თაობაზე ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე;

7.  კომისიის სხდომაზე შპს ,,ტვ-4000”-ის  წარმომადგენლის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება;

8.  მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს ,,ტვ-4000”-ის შესახებ  ამონაწერები.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კომისიის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.   2011 წლის 6 ივლისს შპს ,,ტვ-4000”-მა განცხადებით მიმართა კომისიას მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ შპს ,,ტვ-4000” თავისი საკაბელო ქსელი იჯარით გადასცა შპს ,,TV ერას”;

2.  კომისიის 2011 წლის 5 აგვისტოს №01/1639-11 წერილით შპს ,,ტვ-4000”-ს ეცნობა, რომ მისი განცხადების საფუძველზე გაუქმდა ავტორიზაცია მაუწყებლობის ტრანზიტზე, რაც აისახა კომისიის უწყებრივ რეესტრში;

3.  2011 წლის 15 სექტემბრიდან, თანხის გადაუხდელობის გამო, შეწყდა შპს ,,ერასა” და შპს ,,ტვ-4000”-ს შორის გაფორმებული საკაბელო ქსელის იჯარით გაცემის თაობაზე ხელშეკრულება;

4.  2012 წლის 15 მარტს, კომისიის აპარატის მაუწყებლობის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა  შპს ,,ტვ-4000”-ის საქმიანობის შემოწმება;

5. შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ შპს ,,ტვ-4000”, საკუთარი საკაბელო ქსელის გამოყენებით, ავტორიზაციის გარეშე ახორციელებდა მაუწყებლობის ტრანზიტს, რის თაობაზე შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი №000047;

6.  შპს ,,ტვ-4000”-ის დირექტორი აღიარებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს;

7.  სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არ ჰქონდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე და 35-ე  მუხლებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს.

გამომდინარე იქედან, რომ შპს ,,ტვ-4000”-ის მიერ მაუწყებლობის ტრანზიტი ხორციელდებოდა ავტორიზაციის გარეშე, ამასთან, მის მიერ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არ ჰქონდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე და 35-ე  მუხლებით გათვალისწინებულ  პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, შპს ,,ტვ-4000”-ის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად - ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობად, რისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს ,,ტვ-4000”-ის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით, ამასთან სამართალდამრღვევს  უნდა აეკრძალოს მაუწყებლობის ტრანზიტი ავტორიზაციის გარეშე.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე, 34-ე, 35-ე, 228-ე, 231-ე, 236-ე, 237-ე, 260-ე, 264-ე, 273-ე მუხლების, 1441 მუხლის პირველი ნაწილის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  43-ე მუხლის მე-4 პუნქტისა  და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის 15-ე, 16-ე, 18-ე პუნქტების, 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  შპს ,,ტვ-4000” დაეკისროს ადმინისტრაციული სახდელი 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

2.  შპს ,,ტვ-4000”-მა უზრუნველყოს წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა 30 დღის ვადაში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ა/ა  - 200122900,

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი  - TRESGE22;

- სახაზინო კოდი -  300693251.;.

3. შპს ,,ტვ-4000”-ს დაევალოს ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა ჯარიმის გადახდიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში;

4.  შპს ,,ტვ-4000”-მა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ავტორიზაციის გარეშე მაუწყებლობის ტრანზიტი;

5.   კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (მ.ნინუა) დაევალოს შპს ,,ტვ-4000”-სთვის აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., № 6) 10 დღის ვადაში;

7. გადაწყვეტილება ძალაში შედის წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ,,ტვ-4000’-სთვის ჩაბარების დღიდან;

8.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);

9.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების  დეპარტამენტს (გ.რატიშვილი);

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა);

11.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                     ირაკლი ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                    კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                     კაკი სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                     ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები