წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის №19 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 245 / 17

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 06, 2012

მიღების თარიღი მარტი 30, 2012

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2012 წლის 30 მარტის №19 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-13, მე–15, მე–16 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ამოღებულ იქნეს კომისიის 2012 წლის 30 მარტის №19 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე–17 (შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ) საკითხი დამატებითი შესწავლის მიზნით;

2. კომისიის 2012 წლის 30 მარტის №19 სხდომის დღის წესრიგისპროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი:

ა) შპს ”კავკასუს ონლაინისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ. ქადეიშვილი);

3. კომისიის 2012 წლის 30 მარტის №19 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე  

 

ირაკლი ჩიქოვანი

კომისიის წევრი

 

კარლო კვიტაიშვილი

კომისიის წევრი

 

ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები