წვდომის მენიუ

სსიპ ”დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის”არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 2 დეკემბრის № 685/7 გადაწყვეტი

ნომერი: 246 / 19

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 03, 2012

მიღების თარიღი მარტი 30, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ სსიპ ”დაცული ტერიტორიების სააგენტომ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. № 204911337) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 3/16-12, 24.02.12)  წყალტუბოს მუნიციპალიტეტში  დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში მინიჭებული სიხშირეების მეტრული ტალღათა დიაპაზონის  სიხშირეებით  შეცვლის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 2 დეკემბრის  N 685/7  გადაწყვეტილებით სსიპ ”დაცული ტერიტორიების სააგენტოს”  მიეცა  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 105  ნებართვა და მიენიჭა  405.275 მჰც და 410.425 მჰც სიხშირეები წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ერთი წლის ვადით.  ამ გადაწყვეტილებით მინიჭებული სიხშირეები  არ შეესაბამება სსიპ ”დაცული ტერიტორიების სააგენტოს”  მიერ შეძენილი აპარატურის ტექნიკურ პარამეტრებს, რის შესაბამისადაც სსიპ ”დაცული ტერიტორიების სააგენტომ”  მოითხოვა მისთვის მინიჭებული სიხშირების შეცვლა.

კომისია აღნიშნავს, რომ განიხილა ზემოაღნიშნული საკითხი და შესაძლებლად მიაჩნია  სსიპ ”დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის” წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მინიჭებული 405.275 მჰც და 410.425 მჰც სიხშირეების შეცვლა 162.200 მჰც და  168.450 მჰც  სიხშირეებით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე  მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება  სსიპ ”დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის” არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის  შესახებ კომისიის 2011 წლის  2 დეკემბრის  № 685/7 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”1. მიეცეს სსიპ ”დაცული ტერიტორიების სააგენტოს” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 105  ნებართვა და მიენიჭოს  162.200 მჰც და  168.450 მჰც  სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ერთი წლის ვადით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;”;

2. აღირიცხოს სსიპ ”დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის”  ნებართვით მინიჭებული სიხშირეები  კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) ერთი თვის ვადაში;   

4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე); 

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სსიპ ”დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის”  ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                                            ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                                           კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                                           ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები