წვდომის მენიუ

შპს “ კეთილი ნების კომუნიკაციები -გუდვილკომის“ წილის შპს “ქვანტუმ გრუფის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: 255 / 11

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 18, 2012

მიღების თარიღი მარტი 30, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2012 წლის 1 მარტს  №7 წერილით ერთობლივად მიმართეს  შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომმა“ და შპს “ქვანტუმ გრუფმა“,  შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომის“ პარტნიორის და 100% წილის მფლობელის ფიზიკური პირის - მიხეილ გვერდწითელის  წილის 49%-ს შპს “ქვანტუმ გრუფის“ მიერ შეძენაზე კომისიისაგან თანხმობის მიღების მოთხოვნით.

 “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.

   “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომი“ ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიას № N43, (სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 24251XX-2426XXX (1900 სააბონენტო ნომერი) ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად; გეოგრაფიული ზონა: ქ. თბილისი).

შპს  “კეთილი  ნების კომუნიკაციები - გუდვილკომს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1.

ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

 

სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

A.F.3

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

B.F.1

ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი  კავშირით მომსახურება

 

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

 

საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

        საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება.

შპს “ქვანტუმ გრუფს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.3

ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 

არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.4

მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი)  გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, კომისიაში შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომისა“ და შპს “ქვანტუმ გრუფის“  მიერ წარმოდგენილ იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია:

- შპს  “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომისა“ და შპს “ქვანტუმ გრუფის“ 2012 წლის 1 მარტის №7 ერთობლივი წერილი  შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები -გუდვილკომის“ 100 % წილის მფლობელის, ფიზიკური პირის მიხეილ გვერდწითელის წილის 49%-ის  შპს “ქვანტუმ გრუფის“ მიერ  შეძენის განზრახვასთან დაკავშირებით.

- ინფორმაცია შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომის“ მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ, საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისათვის გაწეულ მომსახურებაზე 2011 წლის განმავლობაში;

- ინფორმაცია შპს “ “ქვანტუმ გრუფის“ მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ, საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისათვის გაწეულ მომსახურებაზე 2011 წლის  განმავლობაში;

- ინფორმაცია შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომის“ აბონენტების რაოდენობის შესახებ 2012 წლის 1 იანვრის მდგომარეობით;

- შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

- შპს “ “ქვანტუმ გრუფის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომის“  დამფუძნებელია ფიზიკური პირი მიხეილ გვერდწითელი (წილის 100%-ის მფლობელი). შპს “ “ქვანტუმ გრუფის“ დამფუძნებელია ფიზიკური პირი მარინა ჭელიძე (წილის 100%-ის მფლობელი).

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომის“, შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომის“ დამფუძნებლის მიხეილ გვერდწითელის,  შპს “ “ქვანტუმ გრუფის“ , შპს “ქვანტუმ გრუფის“ დამფუძნებლის მარინა  ჭელიძის აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.

 კომისიაში წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების თანახმად, შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომის“ აბონენტების რაოდენობამ 2011 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგინა ფიქსირებული ქსელის 37 აბონენტი.

ასევე, კომისიაში წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების თანახმად, შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომის“ შემოსავლებმა საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისათვის გაწეული მომსახურებიდან 2011 წლის განმავლობაში შეადგინა 216841 ლარი. მომსახურების ძირითად სახეს წარმოადგენს ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი  კავშირით მომსახურება. ანალოგიური პერიოდისათვის  შპს “ქვანტუმ გრუფის“ მიერ საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისათვის გაწეული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 425028 ლარი. მომსახურების ძირითად სახეს წარმოადგენს მაგისტრალური საკომუნიკაციო არხების გაქირავება.

  წარმოდგენილი ინფორმაციიდან ჩანს, რომ “კეთილი ნების კომუნიკაცია - გუდვილკომის“ წილის 49%-ის შპს “ქვანტუმ გრუფის“ მიერ შეძენის შემდეგ  ბაზრის შესაბამის სეგმენტზე  არსებული მდგომარეობა უცვლელი  დარჩება. აქედან გამომდინარე შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომის“ წილის 49%-ის შპს “ქვანტუმ გრუფის“  მიერ  შეძენის შემთხვევაში, აღნიშნული ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომის“  წილის 49%-ის შპს “ქვანტუმ გრუფის“ მიერ  შეძენაზე წინასწარ თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.   

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიეცეს თანხმობა შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომს“,  შპს “კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომის“  წილის 49%-ის შპს “ქვანტუმ გრუფის“  მიერ შეძენაზე;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6), მხარეებისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

3.  გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მხარეებისათვის ჩაბარების დღიდან;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე. ასანიძე). 

       კომისიის თავმჯდომარე                                                     ირაკლი ჩიქოვანი

        კომისიის წევრი                                                                    კარლო კვიტაიშვილი 

        კომისიის წევრი                                                                    ირაკლი მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები